"ვალენსია" "ბარსელონასთან" თამაშისთვის "მესტალიას" გულშემატკივრებით შევსებას გეგმავს

  • 6-02-2018, 21:18
  • "ვალენსია" "ბარსელონასთან" თამაშისთვის "მესტალიას" გულშემატკივრებით შევსებას გეგმავს

    9 თებერვალს კოპა დელ რეის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში "ბარსელონა" "ვალენსიას" დაუპირისპირდება. კატალონიელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ფრეც ეყოფათ, ვალენსიელებს კი ამისთვის ერთ გოლზე მეტი სხვაობით მოგება სჭირდებათ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთული ამოცანაა და კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, საკუთარი ფეხბურთელების დასახმარებლად "მესტალიაზე" რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მიიყვანოს.

    ყველას, ვინც შეხვედრის ბილეთს იყიდის, მეორე ბილეთის ფასდაკლებით შეძენა შეეძლება. აღსანიშნავია, რომ 30 ათასზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია და ტრიბუნებზე დიდი ხალხმრავლობაა მოსალოდნელი.

    მიმდინარე სეზონში "ბარსამ" "მესტალიაზე" ერთხელ უკვე ითამაშა, კერძოდ, ლა ლიგის მე-13 ტურში, ნოემბერში. ის შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: ვალენსია
    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Guro messi
    Guro messi სტუმარი [?]

    7 თებერვალი 2018 18:29

    მესტალიაზე ვალენსიას მარცხს ვიხილავთ

    0
    გასულია
    Don_Andresito [?]

    6 თებერვალი 2018 23:59

    ციტატა: nika 54
    ციტატა: azulgerana
    რა იყო ის ვალენსია მაშინ რაა... მენდიეტა კირიგონსალესი კანისარესი

    ვილია, სილვა

    ვილია სილვა მატას დროს დიდი არაფერი. დაჟე კილი ძალიან მაგარი იყო მარა ლა ლიგა არ მოუგია. 2004 ში მოიგეს ლა ლიგა და მთავარი შემოქმედი აიმარი იყო, დონე იყო იმენა, + ბარახა ალბელდა, აიალა ვაფშე გაუვალი მცველი იყო, ვისენტეს გარღვევები და შეტევაში ხუან სანჩესი რიკარდო ოლივერა და ესპანელი ინძაგი ანუ მისტა იყვნენ მთავარი შემოქმედები ჩემპიონობის. და რა თქმა უნდა რაფა ბენიტესი. ძალიან მაგარი გუნდი იყო. უეფას თასიც მოიგეს და ლა ლიგაც. ყველაზე საინტერესი ტუნრირი იყო ლა ლიგის ისტორიაში. 4 გუნდი იბრძოდა ჩემპიონობისთვის. ბარსა რეალი დეპორი ფეხდაფეხ მიყვებოდნენ ვალენსიას. ვილია მაშინ სარაგოსაში დაფრინავდა. ლა ლიგა ჩააგდეს მარა კოპა დელ რეი მოიგეს, ბარსა გააგდეს და ფინალში რეალს მოუგეს. ვილია კიდე ლიდერი იყო სარაგოსასი. მაგ წლის მერე გადავიდა ვალენსიაშI

    0
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    6 თებერვალი 2018 23:32

    ასე მგონია ფრე დამთავდება

    0
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    6 თებერვალი 2018 23:15

    ციტატა: azulgerana
    რა იყო ის ვალენსია მაშინ რაა... მენდიეტა კირიგონსალესი კანისარესი

    ვილია, სილვა

    0
    გასულია
    gurgenidze Culé [?]

    6 თებერვალი 2018 21:25

    Erti unda sheugdot da egaa

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge