დაუმარცხებელი სვლის შემოქმედნი

  • 6-02-2018, 21:30
  • დაუმარცხებელი სვლის შემოქმედნი

    "ბარსელონა" ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში დაუმარცხებელია - ერნესტო ვალვერდეს კოლექტივის წაუგებელი სერია 22 მატჩს ითვლის. რა წვლილი შეიტანეს ფეხბურთელებმა გუნდის ამ წარმატებაში?

    ნამდვილი ლიდერი - ნომერ პირველი გოლებისა და შედეგიანი გადაცემების რაოდენობით

    არგენტინელმა მაესტრომ შიდა ჩემპიონატში ჩატარებულ 22 მატჩში 20 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ლუის სუარესმა მეტოქის კარი 16-ჯერ აიღო, ახალწვეულმა პაულინიომ კი ამის გაკეთება რვაჯერ შეძლო.

    "ბლაუგრანას" ათიანი ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირთა და ასისტენტთა დავის ლიდერია.

    რომელმა მოთამაშეებმა მოირგეს "ბარსას" მაისური მიმდინარე ჩემპიონატში?

    • მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
    • მცველები: ნელსონ სემედუ, ჟერარ პიკე, სამუელ უმტიტი, ხავიერ მასკერანო, ჟორდი ალბა, ლუკა დინი, სერჟი რობერტო, ალეიშ ვიდალი, ტომას ვერმალენი
    • ნახევარმცველები: ივან რაკიტიჩი, სერჟიო ბუსკეტსი, დენის სუარესი, ანდრეს ინიესტა, ფილიპე კოუტინიო, პაულინიო ბეზერა, ანდრე გომეში
    • თავდამსხმელები: ლუის სუარესი, ლეო მესი, პაკო ალკასერი, ჟერარ დეულოფეუ, ხოსე არნაისი, უსმან დემბელე.

    ყველაზე ხშირი სათამაშო პრაქტიკის მქონე ფეხბურთელები

    1. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი - 1980 წუთი (მაქსიმალური მაჩვენებელი)
    2. ლეო მესი - 1921 წუთი (97%)
    3. ივან რაკიტიჩი - 1722 წუთი (87%)
    4. ლუის სუარესი - 1701 წუთი (86%)
    5. ჟორდი ალბა - 1661 წუთი (84%)
    6. სერჟიო ბუსკეტსი - 1574 წუთი (80%)

    სტატისტიკური მაჩვენებლები

    • სერჟიო ბუსკეტსი ართმევების რაოდენობით გუნდში საუკეთესოა - 143
    • ტერ შტეგენმა ლა ლიგის ეგიდით გამართულ ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 1980 წუთის განმავლობაში მან მხოლოდ 11 გოლი გაუშვა
    • "ბარსელონამ" ყველაზე მეტი გოლი "ბეტისის" კარში გაიტანა. პირველი წრის შეხვედრა 2:0 დასრულდა. გენმეორებით მატჩში კი ვალვერდეს კოლექტივმა ხუთი უპასუხო გოლი გაიტანა
    • ჩემპიონატის განმავლობაში ივან რაკიტიჩმა 1455 გადაცემა გააკეთა, რაც გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია
    • ჯერჯერობით, "ბარსელონას" მხრიდან ყველაზე სწრაფი გოლი ჟერარ დეულოფეუს ანგარიშზეა. 21 ოქტომბერს, "მალაგას" წინააღმდეგ გამართულ მატჩში ესპანელმა შემტევმა მეტოქის კარი მე-2 წუთზე აიღო.
    • ყველაზე გვიან გატანილი გოლი კი პაულინიოს ანგარიშზეა, რომელმაც 7 იანვარს, მე-18 ტურის მატჩში, "ლევანტეს" 93-ე წუთზე გაუტანა

    როგორ ფიქრობთ, შეძლებს „ბარსელონა“ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების წაუგებლად დასრულებას?

    დიახ - 80 (75,47%)
    75,47%
    არა - 26 (24,53%)
    24,53%

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: ლა ლიგა
    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Guro messi
    Guro messi სტუმარი [?]

    7 თებერვალი 2018 18:31

    ლა ლიგას წაუგებლად დავასრულებთ

    0
    გასულია
    davidus2020 ფანი [?]

    7 თებერვალი 2018 01:20

    მესის და სუარესის სტატისტიკა რო მაგარი იქნებოდა ამაში ვერავინ ეჭვს ვერ შეიტანს, რაკეტას მალადეც, ძალიან ბევრ შავ სამუშაოს ასრულებს ,მართალია ის ვერ იქნება ინისნაირი,მაგრამ სერიოზული ძალა დღემანდელ ბარსასთვის.

    0
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    6 თებერვალი 2018 23:42

    ასე
    ციტატა: maclai1
    ივან რაკიტიჩმა 1455 გადაცემა გააკეთა, რაც გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია!!!! ამით ყველაფერი ნათქვამია! smile

    არ დაგავიწყდეს რაკიმ ინოზე პაუზეც 4 მეტი ითამაშა მართალია რაკი მნიშვნეელოვაანი ფეხბურთთელია დაა ფანნტაზიაჩ დიიდი აქვს მაგრამ იმდენი რომ ეთამმსა ინის ჩემ ფეხებს გააკეეთებდა ან ართმევაში ბუსკე

    0
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    გასულია
    Don_Andresito [?]

    6 თებერვალი 2018 23:13

    ახლაა ყველაზე კრიტიკული მომენტი. გუნდი აშკარად გადაიღალა. მესიც კი ვეღარ ფრინავს რაც გამოიწვია იმანაც რო თასებმა შეგვიკიკინა. პროსტა ესპანიოლის და ვალენსიის თამაშებმა მარტო რამდენი ენერგია წაიღო. და მაგიტო ტეხავს ესე დაგვღალა მაგ თამაშებმა და ეხლა გამოვარდნა ტეხავს. თორე ყელშია უკვე კოპას მოგება :D ახლანდელი კრიზისი თუ გადავაგორეთ წაუგებლად მერე მართლაა შანსი წლის წაუგებლად დასრულების. აშკარაა გუნდი იმდენ მომენტს ვეღარ ქმნის და დაცვაში შეცდომებიც მატულობს. 1 კვირიანი უქმობა უნდა ყველა ფეხბურთელს რო დაისვენონ. ხეტაფესთან სერიოზულად გადავახალისებდი კამანდას. თან ისე რო ქულებიც არ დავკარგოთ

    0
    გასულია
    Arthur Melo [?]

    6 თებერვალი 2018 21:50

    ციტატა: ROUCH
    1455 გადაცემიდან ნეტა რამდენი იყო ზუსტი? როცა ვუყურებ იმდენ სირულ პასს აკეთებს რაკიტიჩი რა დათვლის

    რაკიტიჩზე მაგას როგორ ამბობ ძმაო, ნუთუ ვერ ხედავ მის შესრულებულ სამუშაოს? :დ ამას რო მეუბნებიან, იმენა ვვარდები. მე იმ ნახევარმცველის დედა ვატირე ფანტაზიის ნატამალი რო არ ექნება. და დაცვაში კიდე შეიძლება მართლა მუშაობს, მაგრამ ეგეც ვიღაცამ თქვა და მერე აიტაცა ხალხმა. არადა რამდენი მომენტია რო ყველა ძუ.ნასავით ათრევს, ისეთი მძორია რო ვუყურებ ფეხბურთი მეზიზღება.

    0
    გასულია
    ROUCH Culé [?]

    6 თებერვალი 2018 21:40

    1455 გადაცემიდან ნეტა რამდენი იყო ზუსტი? როცა ვუყურებ იმდენ სირულ პასს აკეთებს რაკიტიჩი რა დათვლის

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge