ტერ შტეგენი: მესის და რონალდუს შედარება არ შეიძლება

Diario Sport-თან ინტერვიუში "ბარსელონას" ძირითადმა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მის თანაგუნდელ ლიონელ მესიზე ისაუბრა.
"მესი ინტელიგენტია, რომელმაც ზუსტად იცის, თუ სად უნდა გაუშვას დარტყმისას ბურთი. ამბობენ, რომ ხანდახან მეკარეებს მის წინააღმდეგ უკეთესად თამაშიც შეუძლიათ, მაგრამ მე მას ვარჯიშზე ყოველდღე ვხედავ და ვხვდები, რომ ეს ასე არაა. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ პოზიციას შეარჩევ, მესი მაინც მოძებნის კარის ჩარჩოში ცარიელ ადგილს და გოლს გაგიტანს. მას ყოველი მოქმედება წინასწარ აქვს გათვლილი".
ჟურნალისტმა მას სთხოვა, დაესახელებინა, თუ რა განასხვავებდა არგენტინელს კრიშტიანუ რონალდუსგან.
"ამ ფეხბურთელების შედარებაც არ შეიძლება. ლეოს ისე ესმის ფეხბურთი, როგორც არავის, ფეხბურთი თითქოს მასში ცხოვრობს. ეს განსხვავებაა მას და ნებისმიერ სხვა მოთამაშეს შორის. რონალდუ ნამდვილად შესანიშნავი ფეხბურთელია. მას დიდი შრომა დასჭირდა იმისთვის, რომ ყოფილიყო იქ, სადაც დღესაა, თუმცა, მესი მაინც მესია".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 44 ]