"ბარსელონა" მაქს მაიერს ისევ იწვევს

"ბარსელონა" მაქს მაიერს ისევ იწვევს

ფილიპე კოუტინიოს შეძენის მიუხედავად, "ბარსელონა" მაქს მაიერის დამატების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

"შალკეს" ახალგაზრდა ნახევარმცველი კატალონიელთა სამიზნეში ჯერ კიდევ გასულ ზაფხულში მოექცა, როდესაც ის კოუტინიოს ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილებოდა. ბრაზილიელი ფეხბურთელი "ბარსელონას" გასულ თვეში შეუერთდა, მაგრამ როგორც ირკვევა, ესპანელებს 22 წლის მაიერის მიმართ ინტერესი კვლავ აქვთ.

ფეხბურთელით ლონდონის "არსენალიცაა" დაინტერესებული, მაგრამ Daily Star-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" უპირატესობა აქვს.

მაიერის ტრანსფერში მიმზიდველი ისაა, რომ სეზონის ბოლოს ის თავისუფალი აგენტი ხდება და კატალონიელებს მისი ხელში უფასოდ ჩაგდება შეეძლებათ.

"შალკეს" წარმომადგენელი, მაქ მაიერთან დაკავშირებით, შემდეგ კომენტარს აკეთებს: "მაქსი მალე გადაწყვეტს, დარჩება თუ არა ჩვენთან. ის აქ ბედნიერია, თავს სახლში გრძნობს. მაგრამ, მის შესანარჩუნებლად ეკონომიური ვარიანტი უნდა განვიხილოთ."

მაიერი, რომელიც "შალკეს" სკოლის აღზრდილია, ბუნდესლიგაში 2013 წლიდან თამაშობს. "ხუმარების" პირველ გუნდში მას 182 მატჩი და 22 გოლი დაუგროვდა. მაქს მაიერს ასევე უთამაშია გერმანიის 15, 16, 17, 19, 21-წლამდელთა ნაკრებებში, ოლიმპიურ ნაკრებსა და 4-ჯერ ეროვნულ გუნდშიც.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 3 თებერვალი 2018 21:13
    0
    ციტატა: nika 54
    ციტატა: Davit..
    მაიერის ტრანსფერში მიმზიდველი ისაა, რომ სეზონის ბოლოს ის თავისუფალი აგენტი ხდება და კატალონიელებს მისი ხელში უფასოდ ჩაგდება შეეძლებათ.

    მაიერის ტრანსფერში მიმზიდველი ისაა, რომ სეზონის ბოლოს ის თავისუფალი აგენტი ხდება და კატალონიელებს მისი ხელში უფასოდ ჩაგდება შეეძლებათ.

    მუქთა თუა იყოს მაშინ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 3 თებერვალი 2018 20:48
    0
    ციტატა: Davit..
    მაიერის ტრანსფერში მიმზიდველი ისაა, რომ სეზონის ბოლოს ის თავისუფალი აგენტი ხდება და კატალონიელებს მისი ხელში უფასოდ ჩაგდება შეეძლებათ.

    მაიერის ტრანსფერში მიმზიდველი ისაა, რომ სეზონის ბოლოს ის თავისუფალი აგენტი ხდება და კატალონიელებს მისი ხელში უფასოდ ჩაგდება შეეძლებათ.
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #3 3 თებერვალი 2018 19:01
    0
    ჯერ იყო გორეცკაზე ლაპარაკობნენ ეხლა მეირზე დაიწყეს
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 3 თებერვალი 2018 18:21
    0
    რათგვინდა ვერ გამიგია
    Culé [?]
    #1 3 თებერვალი 2018 16:19
    0
    ლა მასიას მიხედეთ,ტყუილად რო ხარჯავთ ფულს