ძამბროტა 4 კვირა ვერ ითამაშებს

ძამბროტა 4 კვირა ვერ ითამაშებს

"ბარსელონას” სამედიცინო შტაბმა გამოაქვეყნა ის დასკვნა, რომელიც მათ ჯანლუკა ძამბროტას გამოკვლევის შედეგად მიიღეს – "სარაგოსასთან” მიღებული ტრამვის გამო იტალიელი ფეხბურთელი თამაშს დაახლოვებით ერთი თვის განმავლობაში ვერ შესძლებს.
ხუთშააბთს დილით ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ძამბროტას მარჯვენა ფეხის კუნთი აქვს გაწყვეტილი და იგი თამაშს 4 კვირის განმავლობაში ვერ შესძლებს.
ძამბროტამ ტრავმა თამაშის მე-18 წუთზე მიიღო, მაშინ როდესაც ცდილობდა რიკარდო ოლივეირასთვის ბურთის ართმევას. მან მაშინვე ითხოვა შეცვლა და მის მაგივრად მოედანზე ოლეგერი შემოვიდა.

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.