"ბარსელონა" 5:1 "სეუტა" - ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

"ბარსელონა" 5:1 "სეუტა" - ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ დასრულდა "ბარსასა" და "სეუტას" შეხვედრა. მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა ტრადიციულად კომენტარები გააკეთეს. ახლა კი გთავაზობთ მათ მიერ გაკეთებულ კომენტარებს...

ამ სეზონში, ბოიან კრკიჩმა თავისი პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა. ეს მან გაფუჭებული პენლის შემდეგ მოახერხა: "ეს ძალიან მნიშვნელოვანი გოლი იყო, განსაკუთრებით იმ პენალტის შემდეგ. მე ეს სიმშვიდისთვის მჭირდებოდა. გოლებს ყოველთვის შენდამი ნდობა მოაქვთ. მწვრთნელი მე მენდობა, რაც ფუნდამენტალურია. მე ყოველთვის მსურს გოლის გატანა, რადგანაც ეს მე ძალას მმატებს."

გატანილი გოლი ბოიანმა ორიგინალურად აღნიშნა: "ეს აღნიშვნა ჯონათანისთვის იყო განკუთვნილი."

ნოლიტო: "ეს იყო დიდებული მატჩი. ოცნება რეალობად იქცა. ეს არის საუკეთესო რამ, რაც მე "ბარსაში" ყოფნის პერიოდში გადამხდენია. მე ძალიან მოხარული ვარ გამარჯვებითა და ჩემი გატანილი გოლით."

"პირველი ტაიმი დიდებული იყო. მე თამაში ისე მსიამოვნებდა, როგორც ეს ბავშვობაში იყო. მე მინდა გავაგრძელო მუშაობა და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება."

"მე ნდობა ლუის ენრიკესგანაც და პეპისგანაც დავიმსახურე. ახლა ჩემი ადგილი "ბარსა ბ"–შია და მუშაობას სწორედ იქ გავაგრძელებ."

"მე ბავშვობიდანვე "ბარსას" დიდი გულშემატკივარი ვარ და ჩემი მიზანი აქ დარჩენაა."

მაშერანო: "მე გამარჯვებით ძალიან მოხარული ვარ. ხალხი შეიძლება ფიქრობს, რომ ეს მატჩი მარტივი იყო, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ სერიოზული მატჩი ჩავატარეთ."

"ჩემი როლი გუნდში შედარებით უფრო დაცვითი თამაშია, მაგრამ გუნდის ბურთის ფლობისგან გამომდინარე, მე სხვაგან თამაშიც შემიძლია. მე მსურს, რომ გავაკეთო ზუსტი პასები. მწვრთნელისგან მე ყოველ დღე რაღაც ახალს ვსწავლობ."

სერხი რობერტო: "მე ძალიან ბევრი მუშაობა მმართებს და მსურს, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. ასეთ თამაშებში მონაწილეობის მიღება ძალიან კარგია, რადგანაც ზოგჯერ შესაძლოა სათამაშო დროის ნაკლებობით ფეხბურთელი რითმიდან ამოვარდეს."

"ყველას სურს პირველ გუნდში მოხვედრა. სანამ პეპი გუნდის მწვრთნელია, ჩვენ, ყველამ ჩვენი შანსები უნდა გამოვიყენოთ."

ტიაგო: "მე დღეს მხოლოდ გოლი მაკლდა. გოლის გასატანად მე 2 ძალიან კარგი შანსი მქონდა, მაგრამ გამოყენება ვერ შევძელი. ვფიქრობ, რომ გოლებს ნელ–ნელა დავუახლოვდები."

პინტო: "მე მთელი შეხვედრის განმავლობაში თავს მშვიდად ვგრძნობდი, რაც გუნდის დამსახურებაა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.