ვალვერდემ გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა

ვალვერდემ გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა

ერნესტო ვალვერდეს მიერ გაწვრთნილმა "ბარსელონამ", ლა ლიგაში, მორიგი, ზედიზედ 21-ე წაუგებელი თამაში ჩაატარა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვალვერდემ პეპ გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა.

2009/10 წლების სეზონში, გვარდიოლას ლეგენდარულმა გუნდმა, ესპანეთის ჩემპიონატის სტარტიდან მოყოლებული, ზედიზედ 21 წაუგებელი თამაში ჩაატარა, რაც დღემდე "ბარსას" ისტორიაში საუკეთესო შედეგად ითვლებოდა. ვალვერდეს გუნდმა კი, "ალავესის" ანგარიშით 2:1 დამარცხებით, ეს მიღწევა გაიმეორა და თუ მომდევნო ტურში კატალონიელები "ესპანიოლთან" სტუმრად გასამართ დერბიში არ დამარცხდნენ, ისინი ახალ საკლუბო რეკორდს დაამყარებენ.

აღსანიშნავია, რომ გვარდიოლას გუნდმა, 21 შეხვედრიდან, 17 მოიგო და 4 ფრედ დაასრულა, ხოლო ვალვერდეს შეგირდებმა 18-ჯერ მოიგეს და 3-ჯერ ფრედ ითამაშეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    edmond
    სტუმარი [?]
    #9 29 იანვარი 2018 22:40
    0
    არამგონია ესპანიოლთან წავაგოტ
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #8 29 იანვარი 2018 15:01
    0
    წელს არ ვაგებთ არც ერთ თამასს
    metreveli_FCB
    სტუმარი [?]
    #7 29 იანვარი 2018 12:11
    0
    ციტატა: kaxikaxi
    მოიგებს ბარსა ესპანიოლთან,მეორედ იქ არ დამარცხდება,მაშინაც თასის თამაში იყო და გაიგიჟა თავი ესპანიოლმა,სულ ეგაა...მე იმას ვფიქრობ წაუგებლად თუ ჩაამთავრებენ სეზონს,მგონი ჯერ არავის გაუკეთებია ხო მსგავსი შედეგი blush

    არსენალმა მოიგო.ოქროს პრემიერ ლიგა 49 თამაში ითამაშეს წაუგებლად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 29 იანვარი 2018 10:02
    0
    La ligadhi ara mara arsenals aq mogebuli oqros tasi
    kaxikaxi
    სტუმარი [?]
    #5 29 იანვარი 2018 09:42
    0
    მოიგებს ბარსა ესპანიოლთან,მეორედ იქ არ დამარცხდება,მაშინაც თასის თამაში იყო და გაიგიჟა თავი ესპანიოლმა,სულ ეგაა...მე იმას ვფიქრობ წაუგებლად თუ ჩაამთავრებენ სეზონს,მგონი ჯერ არავის გაუკეთებია ხო მსგავსი შედეგი blush
    დონ პიკე
    სტუმარი [?]
    #4 29 იანვარი 2018 08:39
    0
    ვნახოთ აბა რას ვიზავთ,ესპანიოლთან გასვლა არ იქნება იოლი მარა იმედი მაქვს რომ მოვიგებთ
    Culé [?]
    #3 29 იანვარი 2018 02:18
    0
    არც ესპანიოლთან და არც ხეტაფესთან არუნდა წავაგოთ წეისთ ...
    Culé [?]
    #2 29 იანვარი 2018 02:17
    0
    Esoanioltan ariqneba martigi gaseirneba. Mara arunda wavagot
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 29 იანვარი 2018 02:17
    0
    სინამდვილეში კი მხოლოდ 1 ფრე ითამაშა, ვინაიდან სელტასთან დდა სევილიასთან აშკარა გოლი არ ჩათვალა მსაჯმა!