ლეო მესის მასტერკლასი - „ბარსა“ კვლავ დაუმარცხებელია

ლეო მესის მასტერკლასი - „ბარსა“ კვლავ დაუმარცხებელია

ლა ლიგის 21-ე ტურის მატჩში "ბარსელონამ" "ალავესი" 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის 23-ე წუთზე ჯონ გუიდეტიმ სტუმრები დააწინაურა და შესვენებაზე თავისი გუნდი მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიყვანა. "ლურჯ-შინდისფრები" დიდი ხანი ვერ ახერხებდნენ სახიფათო მომენტის შექმნას.

72-ე წუთამდე მეტოქის კარის აღების ყველა მცდელობა უშედეგოდ მთავრდებოდა თუმცა, ამ შემთხვევაში, ანდრეს ინიესტას ზუსტი გადაცემა ლუის სუარესმა საფირმო დარტყმით დააგვირგვინა. სულ ცოტა ხანში, ლეო მესიმ ბრწყინვალედ შეასრულა საჯარიმო და "ბარსას" მძიმე მატჩში გამარჯვება მოუტანა.

ერნესტო ვალვერდეს კოლექტივი დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს. "ბლაუგრანას" ანგარიშზე 57 ქულაა და მეორე ადგილზე მყოფ "ატლეტიკოს" გუნდი 11 ქულით უსწრებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #16 29 იანვარი 2018 02:23
    0
    ციტატა: me da barca
    ბარსამ მოიგო, მაგრამ ლამის სასამართლო პროცესი მოუწყოთ, იქ პენალტი იყო, იქ ჯარიმა არ იყო, იქ პიკეს ხელზე მოხვდა, კარგით რა ერთხელ ჩვენ სასარგებლოდ შეცდა მსაჯი. ასე მგონია მადრიდისტები წერენ ამ კომენტარებს.

    ჩვენ ბარსელონა იმიტომ ვართ რომ ამ ფაქტებზე ვსაუბრობთ, ტორემ სხვანაირად რეალი ვიქნებოდით. შარშან ლიგაზე ბარსამ პსჟ რომ გამოაგდო თამაშის მერე მასკერანომ ტქვა: "დიმარიას წინააღმდეგ საჯარიმოში თამაშის წესები დავარღვიე და პენალტი უნდა დანიშნულიყოო", ხოლო როცა კაშაიმ ბავარია გამოაგდო თამაშის მერე ოქროსბურთა ტაშკუილამ (კრისტინა რონალდუ) თქვა: "კრიტიკოსებო მოკეტეთ". აი ჩვენს შრის განსხვავება!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 29 იანვარი 2018 02:08
    0
    ქართველი კომენტატორების უთავბოლო კომენტატორობა საყოველთაოდ თვალშისაცემია.
    ბარსელონა - ალავესის მატჩში მსაჯმა თამაშის ბოლოს შეცდომა დაუშვა ბარსას სასარგებლოდ და კომენტატორებმა უმალვე აღნიშნეს, რომ თითქოს ალავესი იჩაგრება, ამ დროს პირველ ტაიმში 32 წუთზე მსაჯმა აშკარა 11 მეტრიანი არ მისცა ბარსელონას შემდეგ კი 42 წუთზე ალავესის ფეხბურთელი დაინდო (23 წუთზე მუბარაკს 1 ყვითელი უკვე მიღებული ჰქონდა) და მეორე ყვითლით არ გააძევა! ეს არაქართული ლაპარაკები კი: "გადარჩა გაშვებულ გოლს" (სწორია: გადარჩა გოლის გაშვებას) ძაან სამარცხვინოა!
    Culé [?]
    #14 29 იანვარი 2018 01:53
    0
    ციტატა: Don_Andresito
    ციტატა: GioO_FCB
    სუას დარტყმული პიკეს მოხვდა ხელში და მეორე გოლის დროს ჯარიმა არც უნდა დანიშნულიყო :დდდ პენალტზე ზედმეტია საუბარი :დდ ხო ნუ ერთხელ ჩვენც დაგვეხმარონ მსაჯები არაუშავს

    ნუ იმის დანახვა რო სუას დარტყმული პიკეს ხელში მოხვდა ძაან შენელებულ კადრში მოვახერხე. მაგას ვერც ერთი მსაჯი ვერ დაინახავდა. არც გაუპროტესტებიათ ალავესის მცველებს ხო ნახე. მარა პაკოს და უმტიტის მომენტები რა თქმა უნდა თვალში საცემი იყო. პაკოც კაი ეფარებოდა კაცი და ვერ დაინახა ლაინსმენმა მარა უმტიტი უნდა დაენახა. მარა სადაც ვალენსიასთან გოლი ვერ დაინახეს დიდი ამბავი ერთხელ ჩვენიც ვერ დაინახონ. მარა ნახე რამხელა ამბავი ატყდეს პროსტა. თორე მთელი შარშანდელი სეზონი დაგვტანჯეს მსაჯებმა მარა შეიცვალა რამე გაპროსტესტებით? ვისაც უნდა იყვიროს და იყოს. კარგია 3 ქულა ავიღეთ. რაც შეეხება სტატიას ტეხავს პროსტა, მასტერკლასის რა გითხრათ კარიერის ერთ ერთი ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა, მარა მაინც მესია. არც ინის ქონდა საუკეთესო თამაში მარა ინია რა, კლასი არ ბერდება. ორმა კაცმა დადო თამაში. ნუ მსაჯის წახმარებით რა თქმა უნდა

    100% ხარ კი. სუაზე კიდევ ფაქტი ავღნიშნე უბრალოდ, თორემ მანდ მართლა ვერავინ დაინახავდა პიკეს ხელს
    ფანი [?]
    #13 29 იანვარი 2018 01:52
    0
    უნდა ვაღიაროთ რომ მსაჯმა ალავესი დაჩაგრა, დღევანდელ თამაშში გუნდი აშკარად ვერ თამაშობდა დაა ეს ყველაფერი გამოწვეული იყო მსაჯის მიერ არასწორად შერჩეული ტაქტიკით. კოუტინიო მისთვის შეუფერებელ პოზიციაზე ათამაშა, დააყენა ოთხი ნახევარმცველი რომელიც თითქმის ერთი ამპულის მოთამაშეები არიან და ამან თამაშს თავისი ხელიც დაატყო. მევფიქრობ ჯობს ისევ 4-3-3 ტაქტიკით ვითამაშოთ და ინიესტამ ძალების დაზოგვის მიზნით სათადარიგოთა სკამისკენ გადაინაცვლოს და ადგილი კოუტინიოს დაუთმოს, რაც ჩემიაზრით გუნდს უკეთესობისკენ წაიყვანს
    Culé [?]
    #12 29 იანვარი 2018 01:51
    0
    მოდით ეხლა ყველანი შევთანხმდეთ, რომ ეს იყო დონ ანდრესის მასტერკლასი...
    მთელი თამაში იფრინა, როგორც ფინალებში სჩვევია ხოლმე ისე ითამაშა
    NormanReedus
    სტუმარი [?]
    #11 29 იანვარი 2018 01:50
    0
    აუ რა ცუდი გრძნობაა როცა მოიგე და არასამართლიანად რეალის ფანად ყოფნას ნაღდად არ ვისურვებდი იმენა ვერ შევირგებდი მოგებას და მომკალი
    [?]
    #10 29 იანვარი 2018 01:47
    0
    ციტატა: duggu
    Gilocavt. Rtuli tamashi iyo. Maladec valo, meore taimis taqtikosi xar ra

    Gilocavt. Rtuli tamashi iyo. Maladec valo, meore taimis taqtikosi xar ra

    ნუ მეორე ტაიმის მოგება ყველაზე ნაკლებად ვალოს დამსახურება იყო, მაინც და მაინც სწორი შეცვლები არ გაუკეთებია. დაცვის ფლანგების შეცვლა გასაგებია მარა კოუს გაყვანა და პაკოს შემოყვანა ვერ იყო კარგი ცვლილება. პრსოტა 2 კაცის ხარჯზე დაიდო დღეს თამაში. რა თქმა უნდა მსაჯიც მარა ვალო ყველაზე ნაკლებად. ისე მესიმ ბაზარი არაა თამაშგარეო ისაო ესაო მარა არ აკნინებს მაგის გოლს. იდეალური ჯარიმა იყო.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #9 29 იანვარი 2018 01:47
    0
    ვიცოდი რომ გაიტანდა მაგრამ ასეთს არ მეგონა
    [?]
    #8 29 იანვარი 2018 01:45
    0
    ციტატა: GioO_FCB
    სუას დარტყმული პიკეს მოხვდა ხელში და მეორე გოლის დროს ჯარიმა არც უნდა დანიშნულიყო :დდდ პენალტზე ზედმეტია საუბარი :დდ ხო ნუ ერთხელ ჩვენც დაგვეხმარონ მსაჯები არაუშავს

    ნუ იმის დანახვა რო სუას დარტყმული პიკეს ხელში მოხვდა ძაან შენელებულ კადრში მოვახერხე. მაგას ვერც ერთი მსაჯი ვერ დაინახავდა. არც გაუპროტესტებიათ ალავესის მცველებს ხო ნახე. მარა პაკოს და უმტიტის მომენტები რა თქმა უნდა თვალში საცემი იყო. პაკოც კაი ეფარებოდა კაცი და ვერ დაინახა ლაინსმენმა მარა უმტიტი უნდა დაენახა. მარა სადაც ვალენსიასთან გოლი ვერ დაინახეს დიდი ამბავი ერთხელ ჩვენიც ვერ დაინახონ. მარა ნახე რამხელა ამბავი ატყდეს პროსტა. თორე მთელი შარშანდელი სეზონი დაგვტანჯეს მსაჯებმა მარა შეიცვალა რამე გაპროსტესტებით? ვისაც უნდა იყვიროს და იყოს. კარგია 3 ქულა ავიღეთ. რაც შეეხება სტატიას ტეხავს პროსტა, მასტერკლასის რა გითხრათ კარიერის ერთ ერთი ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა, მარა მაინც მესია. არც ინის ქონდა საუკეთესო თამაში მარა ინია რა, კლასი არ ბერდება. ორმა კაცმა დადო თამაში. ნუ მსაჯის წახმარებით რა თქმა უნდა
    Culé [?]
    #7 29 იანვარი 2018 01:43
    0
    რთული მატჩი იყო
    ბუსკეტსის და ალბას გარეშე გვიჭირს და ვაღიაროთ გაგვიმართლდა დღეს რომ არ წავაგეთ.
    ვალომ კიდევ უფრო მეტად უნდა მოხოდოს გუნდი...
    barca=msn
    სტუმარი [?]
    #6 29 იანვარი 2018 01:43
    0
    არ ვიმსახურებდით ! :/ მაგრამ არაუშავს ხანდახან ჩვენ სასარგებლოდაც უნდა შეცდნენ მსაჯები ყოველთვის ხო არუნდა დავიჩაგროთ
    Culé [?]
    #5 29 იანვარი 2018 01:42
    0
    სუას დარტყმული პიკეს მოხვდა ხელში და მეორე გოლის დროს ჯარიმა არც უნდა დანიშნულიყო :დდდ პენალტზე ზედმეტია საუბარი :დდ ხო ნუ ერთხელ ჩვენც დაგვეხმარონ მსაჯები არაუშავს
    temo24
    სტუმარი [?]
    #4 29 იანვარი 2018 01:41
    0
    ყველას გილოცავთ გამარჯვებას ბარსელონამ კიდევ ერთხელ დაგვანახა რომ ნებისმიერ წამში შეუძლია თამაშის ბედის შეცვლა
    tonnoo
    სტუმარი [?]
    #3 29 იანვარი 2018 01:40
    0
    გილოცავთთთთთ
    coutinho_gigi
    სტუმარი [?]
    #2 29 იანვარი 2018 01:40
    0
    ვისკა ბარსა blush blush
    tonnoo
    სტუმარი [?]
    #1 29 იანვარი 2018 01:39
    0
    გილოცავთთთთთ