ბარსელონა-ალავესი - სტატისტიკური პრევიუ

ბარსელონა-ალავესი - სტატისტიკური პრევიუ

ხვალ, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე, "ბარსელონა" "ალავესს" დაუპირისპირდება. წარმოგიდგენთ შეხვედრის სტატისტიკურ პრევიუს.

სავარაუდო შემადგენლობები:

დანაკლისი:

"ბარსელონა" - უსმან დემბელე, ტომას ვერმალენი

"ალავესი" - ექტორ ერნანდესი, ბურგუი, როდრიგო ელი (დისკვალიფიკაცია), ტომას პინა (დისკვალიფიკაცია), მანუ გარსია (საეჭვო).

გუნდების სიახლეები:

- სამხრეთ ამერიკელ ახალწვეულებს, ფილიპე კოუტინიოს და იერი მინას ლა ლიგაში დებიუტი ექნებათ. კოუტინიომ კოპა დელ რეის 1/4 ფინალში, "ესპანიოლთან" უკვე ითამაშა, მინას კი "ბარსელონას" მაისურით მოედანზე ჯერ არცერთი წუთი არ გაუტარებია;

- "ალავესს" დაუბრუნდა რუბენ დუარტე, რომელმაც წინა თამაში დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. ის მარცხენა მცველია და სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ფაქტები:

"კამპ ნოუზე" ჩატარებულ უკანასკნელ 21 შეხვედრაში "ბარსელონა" მინიმუმ ორ გოლს იტანს;

- 21-დან 17 მატჩში "ბარსამ" ორივე ტაიმი მოიგო;

- ბოლო 6-დან 5 შეხვედრაში კატალონიელებმა კარის მშრალად შენახვა მოახერხეს;

- "ალავესის" ბოლო 10 მატჩში 2-ზე ნაკლები გოლი გავიდა;

- "ბარსელონა"-"ალავესის" დაპირისპირება უკანასკნელი 9-დან 8 შემთხვევაში "ბლაუგრანას" გამარჯვებით დასრულდა;

- "კამპ ნოუზე" ამ გუნდების ბოლო შეხვედრა "ალავესმა" მინიმალური სხვაობით, 2-1 მოიგო;

- ბოლო 9-დან 8 მატჩში "ბარსამ" ბასკურ გუნდს 2-ზე მეტი გოლი გაუტანა;

- ეს გუნდები ერთმანეთს  26 აგვისტოს, ლა ლიგის მე-2 ტურში დაუპირისპირდნენ. "მენდისოროსაზე" გამართული მატჩი კატალონიელებმა მეორე ტაიმში მესის დუბლით მოიგეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 28 იანვარი 2018 12:34
    0
    მიდით ბიჭები აბა
    bagratichi
    სტუმარი [?]
    #7 28 იანვარი 2018 09:42
    0
    ციტატა: Gnidius
    კი უნივერსალზეა

    სუარეს 4 აქ

    არაა უნივერსალზე, ხელბურთის ლაივია თუ რაღაც როვნახე
    nikacule25
    სტუმარი [?]
    #6 28 იანვარი 2018 00:40
    0
    kaia minimum 3-0
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #5 27 იანვარი 2018 23:32
    0
    უეჭველი ვანადგურებთ
    M.T.S
    სტუმარი [?]
    #4 27 იანვარი 2018 23:22
    0
    ციტატა: CuleMan7
    ციტატა: NormanReedus
    სუას დისკვილიფიკაცია არ აქვს?? ბეტისთან ხი მიიღო მეხუთე ყვითელი

    ეგ მეცც მაინტერესებსს




    Ter Stegen, Semedo, Piqué, Rakitic, Sergio, Iniesta, Luis Suárez, Messi, Cillessen, Coutinho, Paulinho, Paco Alcácer, Jordi Alba, Digne, Sergi Roberto, Aleix Vidal, Umtiti Yerry Mina. ბარსას განაცხადი
    barsa12345
    სტუმარი [?]
    #3 27 იანვარი 2018 23:16
    0
    Biwebo xval barsa alavesi iqneba universalze xo aricit ar gaatarot ra gtxovt
    NormanReedus
    სტუმარი [?]
    #2 27 იანვარი 2018 22:58
    0
    სუას დისკვილიფიკაცია არ აქვს?? ბეტისთან ხი მიიღო მეხუთე ყვითელი
    Messi coutinho suarez
    სტუმარი [?]
    #1 27 იანვარი 2018 22:50
    0
    ამ შემადგენლობით რა უნდა მოგვიგოს