"ბარსელონას" 10 საუკეთესო ბომბარდირი ლა ლიგაში

"ბარსელონას" 10 საუკეთესო ბომბარდირი ლა ლიგაში

ცოტა ხნის წინ, ლუის სუარესმა, "ბარსელონას" მაისურით, ლა ლიგაში, მე-100 გოლი გაიტანა. ამისთვის მას სარეკორდოდ ცოტა, მხოლოდ 114 თამაშის ჩატარება დასჭირდა.

ურუგვაელი "ბარსას" მე-5 ფეხბურთელია, რომელსაც ლა ლიგაში მინიმუმ 100-ჯერ გაუტანია. ჩვენ კი ამ ტურნირზე კატალონიელთა საუკეთესო 10 ბომბარდირის შესახებ ინფორმაციას გთავაზობთ.

10. რივალდო - 86 გოლი

ბრაზილიელი თავდამსხმელი "ბარსელონაში" 10 სეზონის განმავლობაში გამოდიოდა. ის კატალონიურ კლუბში 1997 წელს, "დეპორტივოდან" გადავიდა, ხოლო 2002 წელს "მილანში" გადავიდა. ამ დროის განმავლობაში, რივალდომ, ლა ლიგაში, 157 თამაში ჩაატარა და 86 გოლი გაიტანა. კატალონიურ კლუბთან ერთად მან 2-ჯერ ქვეყნის ჩემპიონატი და თითოჯერ თასი და უეფა-ს სუპერ თასი მოიგო.

"როდესაც "კამპ ნოუზე" ვბრუნდები, ბედნიერი ვარ. "ბარსელონა" ჩემს გულში ყოველთვის იქნება." - აცხადებს რივალდო.

9. ესტანისლაო ბასორა - 89 გოლი

ბასორა "ბარსელონაში" ესპანეთის სამოაქალაქო ომის შემდგომ პერიოდში თამაშობდა. ის გარემარბიც იყო და ცენტრფორვარდიც. ბარსელონას გარეუბანში დაბადებულ ფეხბურთელს კატალონიელთა პირველ გუნდში დებიუტი 1946 წელს ჰქონდა, კარიერა კი მან 1958 წელს დაასრულა. ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 237 შეხვედრაში ბასორამ 89 გოლი გაიტანა. გუნდთან ერთად ესტანისლაომ ესპანეთის ჩემპიონობა 4-ჯერ იზეიმა.

ბასორამ ესპანეთის ნაკრებში 22, ხოლო კატალონიის ნაკრებში 5 თამაში ჩაატარა.

ის 2012 წლის მარტში, 85 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

8. პატრიკ კლუივერტი - 90 გოლი

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი "ბარსელონაში" 1998 წელს ჩაირიცხა და კატალონიური გუნდის მაისურთ 2004 წლამდე თამაშობდა. ასგოლიან ნიშნულამდე მას მხოლოდ 10 ზუსტი დარტყმა დააკლდა, 90 გოლის დასაგროვებლად კი 182 შეხვედრა დასჭირდა. 1999 წელს, კლუივერტმა, "ბარსელონასთან" ერთად, ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. იმ სეზონში, ის, რივალდოს შემდეგ, გუნდის მე-2 საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

რამდენიმე თვის წინ, პატრიკის ვაჟი, შეინ კლუივერტი "პარი სენ-ჟერმენის" სკოლიდან "ბარსელონას" აკადემიაში გადავიდა. ვნახოთ, გაიმეორებს თუ არა ის მამის გზას.

7. ხოსეპ ესკოლა - 93 გოლი

"ბარსელონას" კიდევ ერთი ლეგენდა. კატალონიური კლუბის თანამედროვე გულშემატკივრების უმეტესობას, მის შესახებ, ალბათ, არც კი სმენია. ესკოლა "ბარსელონაში" 1934-1948 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდში, 2 წლის განმავლობაში, ის ფრანგულ "სეტშიც" გამოდიოდა. ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 166 შეხვედრაში ესკოლამ 93 გოლი გაიტანა. კატალონიელებთან ერთად ოქროს მედლები მან 2-ჯერ მოიგო.

კატალონიის ნაკრებში ესკოლამ 10-ჯერ ითამაშა, ესპანეთის ეროვნულ გუნდში კი - მხოლოდ 2-ჯერ.

კარიერის დასრულების შემდეგ ის მწვრთნელად მუშაობდა, 1998 წელს კი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

6. მარიანო მარტინი - 97 გოლი

მარტიანო მარტინს "ბარსელონას" მაისურით დებიუტი 1939 წელს ჰქონდა. მან გუნდი 1948 წელს, მუხლის ტრავმის გამო დატოვა. მან, "ბარსასთან" ერთად, ჩემპიონობა მხოლოდ ერთხელ მოიგო, 112 შეხვედრაში კი 97 გოლი გაიტანა. 1943 წელს, 32 გოლით, მარტინი პრიმერას საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მარიანო მარტინი 1998 წელს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

5. ლუის სუარესი - 100 გოლი

კვირას, "ბეტისთან" გამართულ მატჩში დუბლის შესრულების წყალობით, ურუგვაელს, ლა ლიგაში, 100 გოლი დაუგროვდა. ამ ნიშნულის მისაღწევად მას 114 თამაში დასჭირდა - საუკეთესო შედეგი "ბარსას" ისტორიაში.

კატალონიურ კლუბში 2014 წელს გადასულმა სუარესმა ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი (2-ჯერ), ესპანეთის თასი (3-ჯერ), უეფას სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. 2015/16 წლების სეზონში, 40 გოლით, ის პრიმერას საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

4. სამუელ ეტო'ო - 108 გოლი

სუარესამდე, "ბარსელონას" მაისურით ლა ლიგაში 100 გოლი ყველაზე სწრაფად ეტო'ოს ჰქონდა გატანილი. კამერუნელი "ბარსელონაში" 2004-2009 წლებში თამაშობდა. დროის ამ მონაკვეთში, მან ლა ლიგაში 148 შეხვედრა ჩაატარა და თავი 108-ჯერ გამოიჩინა. მან 3-ჯერ პრიმერა და 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2005/06 წლების სეზონში, ეტო'ომ ჩემპიონატში 26 გოლი გაიტანა და პიჩიჩის ჯილდო მოიგო.

3. ლადისლაო კუბალა - 131 გოლი

ბუდაპეშტში დაბადებული ლასლო კუბალა უნიკალური ფეხბურთელია. კარიერის განმავლობაში მას 4 ეროვნული ნაკრების მაისურით უთამაშია: ჩეხოსლოვაკეთის, უნგრეთის, ესპანეთისა და კატალონიის.

შესანიშნავი თავდამსხმელი, უნგრეთიდან გაქცევის შემდეგ, "ბარსელონაში" ჩაირიცხა. ეს 1951 წელს მოხდა. კატალონიელთა მაისურით ის 10 წლის განამვლობაში თამაშობდა. დროის ამ მონაკვეთში, ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ 186 შეხვედრაში კუბალამ 131 გოლი გაიტანა. ქვეყნის ჩემპიონატი მან 4-ჯერ მოიგო.

კარიერის დასრულების შემდეგ კუბალა მწვრთნელად მუშაობდა, 2002 წელს კი, ის 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

2. სესარ როდრიგესი - 190 გოლი

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, სესარ როდრიგესი "ბარსელონას" რეკორდსმენი იყო და მეორე ადგილზე მყოფ კუბალასთან მას იმხელა უპირატესობა ჰქონდა, რომ ძნელი წარმოსადგენი იყო, მისი რეკორდი ვინმეს მოეხსნა...

"ბარსელონას" მაისურით სესარს დებიუტი 1939 წელს ჰქონდა. ის კლუბში 1955 წლამდე დარჩა. კატალონიურ კლუბში მან ქვეყნის ჩემპიონატი 5-ჯერ მოიგო, 287 თამაში ჩაატარა და 190 გოლი გაიტანა. პრიმერას ბომბარდირი ის ერთხელ, 1948/49 წლების სეზონში, 27 გატანილი გოლით გახდა.

კარიერის დასრულების შემდეგ, სესარი "ბარსელონას" წვრთნიდა. ის 1995 წლის მარტში გარდაიცვალა.

1. ლიონელ მესი - 368 გოლი

არის ასეთი ფეხბურთელიც...

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ქართველო
    სტუმარი [?]
    #8 24 იანვარი 2018 16:49
    0
    არის ასეთი ფეხბურთელიც grinning grinning grinning
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 24 იანვარი 2018 01:54
    0
    Etoos ukan moitovebs am sezonshi
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #6 24 იანვარი 2018 00:28
    0
    მესსი 500 უნდა გაიტანს ლა ლიგაში
    L.suarez.9
    სტუმარი [?]
    #5 23 იანვარი 2018 23:21
    0
    ხვალ მე და სუას დაბადების დღეგვაქ და ერთად ვიხდით ;:D :D :D 15 ლარს ვკრიბავთ ვისაც გინდათ წამოდით ;) სუარესმა მესსის ვეტყვიო და თამადა იქნებაო და მოადგილე გვაქ საჩალიჩო
    philipe coutinho
    სტუმარი [?]
    #4 23 იანვარი 2018 22:57
    0
    ციტატა: murtazi
    ციტატა: philipe coutinho
    ციტატა: bembele
    ციტატა: philipe coutinho
    დააცადეთ სამი სეზონიდა გომესი გაასწრებს აქედან უმეტესს :დდდდდდდდდ

    არადა მე მაგრად მევასებოდა ვალაენსიაში გომესი დაან მაგრად თამაშობდა

    აუუ მეცრამაგრად მევასებოდა იცი?! დრიბლინგი ჰკონდა კაი და მაგიტომ....და დენისი მევასებაა აი უმაღლეს დონეზე...ნუ დემბელა საერთოდ მაგისი ფანივარ ჯერკიდევ რენიდან <3 :დდ

    რენში სასწაული იყო მართლა დემბელე, ჯერ 17 წლის იყო როცა 12 გოლი გაიტანა საფრანგეთის ჩემპიონატში, მარსელს საიდან გაუტანა ტიპმა, მერე ნანტსაც ჰეთრიკი შეუსრულა, დარწმუნებული ვარ დემბელე ბარსაში ისტორიას დაწერს

    აუუ აიი ნანტს კი ჰეთთრიკი გაუტანა მაგრამ მარსელი როგოგრ ათრია იმ თამაშში რომ მახსენდება ვგიჟდები....მამაჩემთან ერთად ვუყურებდი 17 წლის ბიჭმა რაუქნა მარსელს თან რაღაცპონტში ცრუ ცხრიანზე თამაშობდა და მეთქი მესის როგორგავსთქო და მამაჩემმა რა მესის ბავშვია ერთი თამაში გაუვარდაო მაგისმერე სულ ვადევნებდი მაგბიჭს თვალს და რომ გადმოვიდა ბარსაში მამაჩემს მაშინ გავახსენე მეთქი აი დემბელე სადგაიჩითათქო :დდდ
    jorjone444
    სტუმარი [?]
    #3 23 იანვარი 2018 22:43
    0
    ეეეე მასკე არ წასულიყო კი ვიცი ვინც იქნებოდა ბოლოს პირველი მაგრამ :D :D :D
    philipe coutinho
    სტუმარი [?]
    #2 23 იანვარი 2018 22:41
    0
    ციტატა: bembele
    ციტატა: philipe coutinho
    დააცადეთ სამი სეზონიდა გომესი გაასწრებს აქედან უმეტესს :დდდდდდდდდ

    არადა მე მაგრად მევასებოდა ვალაენსიაში გომესი დაან მაგრად თამაშობდა

    აუუ მეცრამაგრად მევასებოდა იცი?! დრიბლინგი ჰკონდა კაი და მაგიტომ....და დენისი მევასებაა აი უმაღლეს დონეზე...ნუ დემბელა საერთოდ მაგისი ფანივარ ჯერკიდევ რენიდან <3 :დდ
    philipe coutinho
    სტუმარი [?]
    #1 23 იანვარი 2018 22:32
    0
    დააცადეთ სამი სეზონიდა გომესი გაასწრებს აქედან უმეტესს :დდდდდდდდდ