რაიკაარდის ინტერვიუ “სარაგოსასთან” მატჩის შემდეგ

რაიკაარდის ინტერვიუ “სარაგოსასთან” მატჩის შემდეგ

ფრანკ რაიკაარდი თვლის, რომ "სარაგოსასთან” მისი გუნდის გამარჯვების მთავარი მიზეზი კარგი გუნდური თამაში იყო.
"მე დავინახე კარგად მოთამაშე გუნდი” – განაცხადა რაიკაარდმა. მწვრთნელი მოხარულია, რომ "სარაგოსასთან” თამაშში გუნდმა გამოავლინა თავისი შესაძლებლობები, რის შედეგადაც ჩვენ ვიხილეთ შესანიშნავი ფეხბურთი.

"მე დავინახე გუნდსა და გულშემატკივრებს შორის ერთიანობა. გუნდს ყველაფერი გამოსდიოდა, ეს იყო შესანიშნავი დღე "ბარსელონასთვი" – განაცხადა რაიკაარდმა.
მწვრთნელი დადებით მომენტასდ მიიჩნევს იმას, რომ გუნდმა ზაპატერის გოლის შემდეგ ესე სწრაფად გაათანაბრა ანგარიში და საბოლოოდ დიდი ანგარიშითაც მოიგო.

მესი და ანრი
პირველი ორი გოლის ავტორის – ლიონელ მესის შესახებ საუბრისას რაიკაარდმა განაცხადა, რომ იგი შესანიშნავ ფორმაშია. რაც შეეხება ანრის, მწვრთნელმა მასზე შემდეგი განაცხადა – "მიუხედავად იმისა, რომ მას გოლი ვერ გააქვს, მაინც მნიშვნელოვანია, რომ იგი ქმნის ბევრ მომენტს, დანარჩენი უკვე დროის ამბავია”. მან ასევე აღნიშნა ანრის როლი მესის მიერ გატანილ პირველ გოლში.

რონალდინიოს მხარდაჭერა
მატჩის მიმდინარეობისას იყო მომენტი, როდესაც სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი რონალდინიოს სახელს სკანდირებდა, ამაზე რაიკაარდმა მათ მადლობა გადაუხადა, "ეს რონალდინიოზე კარგად იმოქმედებს. ჩვენ არ უნდა ვიბრძოლოთ ცალ-ცალკე, ჩვენ ბევრად ძლიერები ვართ, როდესაც ერთად ვართ”.

სარაგოსა
რაიკაარდმა აღნიშნა, რომ მიუხედავად შედეგისა თამაში არ გამოდგა ადვილი. "სარაგოსა შესანიშნავი გუნდია და თუ მასთან პატარა შეცდომა დაუშვი, იგი ამისთვის აუცილებლად დაგსჯის”.

წყარო: www.barcamania.ru

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.