კრისტიან ტელიო: მესის განეიტრალება შეუძლებელია

  • 22-01-2018, 11:27
  • კრისტიან ტელიო: მესის განეიტრალება შეუძლებელია

    "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად "ბეტისში" მოთამაშე კრისტიან ტელიო, კატალონიურ კლუბთან წაგების (0:5) შემდეგ, მატჩის გმირზე, ლიონელ მესიზე საუბრობს.

    "ამ ეტაპზე, მესის განეიტრალება შეუძლებელია. საუბარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე გვაქვს. მესი აკეთებს იმას, რაც სხვას არავის შეუძლია.

    შესვენებაზე მას მაისური ვთხოვე. საქმე ისაა, რომ როდესაც მასთან ერთად თამაშობ, მსგავს საკითხებს ყურადღებას არ აქცევ. შემდეგ კი ხვდები, რომ მისი მაისური არ გაქვს." - ციტირებს ტელიოს სიტყვებს Mundo Deportivo.

    "ბენიტო ვილიამარინზე" გუშინ გამართულ შეხვედრაში მესიმ თავი 2 გოლითა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    messi and iniesta Culé [?]

    22 იანვარი 2018 17:10

    აპა რა

    აპა რა

    0
    --------------------
    გ.ჩანქსელიანი
    CoutinhO7.
    CoutinhO7. სტუმარი [?]

    22 იანვარი 2018 11:37

    და კიდევ ამ ყველაფრის შემდეგ კრისწინას როგორ უნდა შეადარო მეფე ?! sunglasses

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV