მესის და სუარესს ერთად ლა ლიგის 16 გუნდზე მეტი გოლი აქვთ გატანილი

მესის და სუარესს ერთად ლა ლიგის 16 გუნდზე მეტი გოლი აქვთ გატანილი

"ბეტისთან" მატჩში (0-5) ლიონელ მესიმ და ლუის სუარესმა დუბლი შეასრულეს. ამის გათვალისწინებით, მესის მიმდინარე სეზონში 19 გოლი აქვს გატანილი, ურუგვაელს კი - 15. საინტერესოა, რომ ჯამში მათ მაჩვენებელზე მეტი გოლი ლა ლიგის მხოლოდ 3 გუნდს აქვს გატანილი: "ვალენსიას" (41), "რეალს" (39) და "სელტას" (35). ანუ, "ბარსელონას" ორი მოთამაშე უფრო შედეგიანია, ვიდრე ესპანეთის ჩემპიონატის დანარჩენი კლუბები. 

შედეგი კიდევ უფრო შთამბეჭდავია მაშინ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მესიმ ამ სეზონში ძალიან ბევრჯერ გაარტყა ბურთი ძელს, სუარესმა კი სეზონის პირველი წრის პირველი ნახევარი არც ისე კარგად ჩაატარა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.