სუარესი: სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იხილა

სუარესი: სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იხილა

"ბარსელონას" ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა "ბეტისთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და ყურადღება განსაკუთრებით თავის თანაგუნდელ ლეო მესიზე გაამახვილა.

"ვინც დღეს სტადიონზე მოვიდა, კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის ნახვა მოახერხა.

ის ყველა შეხვედრაში ყველა დეტალს მნიშვნელობაც ანიჭებს, ამიტომაცაა მისი თამაში ასეთი შთამბეჭდავი.

ზოგადად, გუნდმა ძალიან კარგი თამაში ჩაატარა და ამით კმაყოფილები ვართ". - განაცხადა სუარესმა. 

როგორც იცით, სუარესმა, ისევე როგორც მესიმ, "ბენიტო ვილიამარინზე" დუბლის შესრულება შეძლო. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 იანვარი 2018 16:37
    0
    ლომიხარ <3
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    Culé [?]
    #1 22 იანვარი 2018 12:40
    0
    ასე გაგრძელეთ ლომებო!