კოუტინიო გუნდთან ერთად პირველად ვარჯიშობს

კოუტინიო გუნდთან ერთად პირველად ვარჯიშობს

"ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის კარგი სიახლეა: ბრაზილიელი ახალწვეული, ფილიპე კოუტინიო, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია, გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

"სიუტატ ესპორტივაზე" დღევანდელი სავარჯიშო სესია ერნესტო ვალვერდეს პრეს-კონფერენციის შემდეგ დაიწყო და მასში მონაწილეობა კოუტინიომ პირველად მიიღო. მასთან ერთად, დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად ტრავმირებული პაკო ალკასერი და სამუელ უმტიტიც იყვნენ. 

სამაგიეროდ, სესია გამოტოვა სამმა მოთამაშემ, რომლებიც, დიდი ალბათობით, "ბეტისთან" განაცხადში ვერ მოხვდებიან. ესენი არიან: უსმან დემბელე, ხავიერ მასკერანო და ანდრეს ინიესტა.

როგორც იცით, ლა ლიგის მე-19 ტურის შეხვედრა სევილიაში, "ბენიტო ვილიამარინზე" ხვალ, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 21 იანვარი 2018 01:04
    0
    კაია
    ეს დემბელეც დაბრუნდეს მალე
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 21 იანვარი 2018 00:37
    0
    კაია მაგარი ფეხბურთელია ასემგონია ინო კოუ ბუსკო გვეყოლება