ფილიპე კოუტინიო, შესაძლოა, ვადაზე ადრე დაბრუნდეს
- 20-01-2018, 13:33
-
Writer
- 4

"ბარსელონას" ბრაზილიელი ახალწვეულის, ფილიპე კოუტინიოს გამოჯანმრთელების პროცესი მოსალოდნელზე კარგად მიმდინარეობს და არაა გამორიცხული, 25 წლის ფეხბურთელი მოედანზე ესპანეთის თასის 1/4-ფინალსი განმეორებით მატჩში, "ესპანიოლის" წინააღმდეგ ვიხილოთ.
კოუტინიო "ბარსელონას" ფეხბურთელი 6 იანვარს გახდა, 8 იანვარს ჩატარებული სამედიცინო შემოწმების დროს კი მას დაზიანება აღმოუჩინეს, რის გამოც, 20-დღიანი მკურნალობა გამოუწერეს.
ფილიპე კოუტინიოს დებიუტი, უკეთეს შემთხვევაში, 28 იანვარს, "ალავესთან" ესპანეთის თასზე გასამართ მატჩში უნდა შემდგარიყო. თუმცა, თუ AS-ს დავუჯერებთ, ბრაზილიელის გამოჯანმრთელების პროცესი დაგეგმილზე კარგად მიმდინარეობს და არაა გამორიცხული, ფეხბურთელი მოედანზე 25 იანვარს, ესპანეთის თაზე, თავისი ყოფილი გუნდის, "ესპანიოლის" წინააღმდეგ ვიხილოთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]