"ბარსელონა" მე-7 ნომერს გრიზმანისთვის ინახავს

Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" მე-7 ნომერს მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელისთვის, ანტუან გრიზმანისთვის ინახავს, რომელსაც კატალონიური გრანდი მომავალ ზაფხულში შეიძენს.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არდა თურანის "ბაშაქშეჰირში" გადასვლის შემდეგ მე-7 ნომერს ფილიპე კოუტინიო მოირგებდა. თუმცა, ბრაზილიელი, საბოლოოდ, 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც ხავიერ მასკერანოს წასვლის შემდეგ გათავისუფლდება.
გრიზმანი, რომლის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, "ატლეტიკოში" სწორედ 7-ნომრიანი მაისურით თამაშობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]