ოფიციალურად: სერჟი რობერტომ კონტრაქტი გაახანგრძლივა

"ბარსელონას" უნივერსალმა, სერჟი რობერტომ კლუბთან შეთანხმებას მიაღწია.
ესპანელი გუნდში 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება, მისი გამოსასყიდი თანხა კი 500 მილიონი ევრო იქნება.
უახლოეს დღეებში კლუბი გაასაჯაროვებს კონტრაქტზე ხელის მოწერის ცერემონიის თარიღსა და სხვა დეტალებს. "ლა მასიის" აღზრდილი რობერტოს ახალი კონტრაქტი კლუბთან კიდევ 4.5 წლის განმავლობაში დააკავშირებს.
რობერტო "ბარსელონას" აკადემიაში 14 წლის ასაკში, "ჟიმნასტიკიდან" მივიდა. ასაკობრივ გუნდებში წარმატების მიღწევის შემდეგ მისი დებიუტი პირველ გუნდში 2010 წლის 10 ნოემბერს შედგა, კოპა დელ რეის მატჩში "სელტას" წინააღმდეგ (5-1). ამის შემდეგ, იგი მუდმივად მოიაზრებოდა პირველი გუნდის ერთ-ერთ უმთავრეს ალტერნატივად და 2013 წელს დააწინაურეს კიდეც.
რობერტომ 25 წლის ასაკში უკვე ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ყველაფრის მოგება მოახერხა. იგი 4 ლა ლიგის, 2 ჩემპიონთა ლიგის, 4 კოპა დელ რეის, 4 ესპანეთის სუპერ თასის, 2 ესპანეთის სუპერ თასის და 2 მსოფლიო ჩემპიონატის მფლობელია. ჩატარებულ 178 შეხვედრაში რობერტომ 7 გოლიც გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელს ერნესტო ვალვერდე საკმაოდ კარგად იყენებს და წლევანდელ სეზონში მან 25 მატჩიც ჩაატარა.
სერჟი რობერტოსთვის და ალბათ ყველასთვის მისი კარიერის გამორჩეულ მომენტად ჯერ-ჯერობით 8 მარტის მაგიური საღამო რჩება. კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 0-4 გაცნცდილი მარცხის შემდეგ, "პარი სენ-ჟერმენი" საკუთარ კედლებში 6-1 დაამარცხეს და ბოლო გოლი 95-ე წუთზე სწორედ რობერტომ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ გუშინ კონტრაქტი 2022 წლამდე ჟერარდ პიკემაც გაახანგრძლივა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]