ოფიციალურად: რონალდინიომ კარიერა დაასრულა

  • 17-01-2018, 13:13
  • ოფიციალურად: რონალდინიომ კარიერა დაასრულა

    "ბარსელონასა" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ კარიერა დაასრულა.

    ეს ინფორმაცია 37 წლის მოთამაშის ძმამ და აგენტმა, რობერტო დე ასისმა დაადასტურა.

    "რონალდინიომ კარიერა დაასრულა. ყველაფერი, დასრულდა. შესაძლოა, ჩვენ რაღაც დიდი მოვიფიქროთ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, აგვისტოში. და, რა თქმა უნდა, ბრაზილიის ნაკრებთან მატჩს ორგანიზებას გავუწევთ." - განაცხადა დე ასისმა.

    რონალდინიომ "ბარსელონაში" 5 დაუვიწყარი სეზონი ჩაატარა და გუნდთან ერთად ორი ესპანეთის ჩემპიონატი, ორი ესპანეთის სუპერთასი და ერთი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ასევე 2002 წელს, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: რონალდინიო
    კომენტარები [ 11 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    jose arnaiz
    jose arnaiz სტუმარი [?]

    17 იანვარი 2018 18:49

    საუკეთესო ისტორიაში

    0
    yerry mina
    yerry mina სტუმარი [?]

    17 იანვარი 2018 18:43

    გაუჩო შენ შემაყვარე ფეხბურთი heart_eyes kissing_heart

    0
    გასულია
    lado-barca Culé [?]

    17 იანვარი 2018 17:51

    ლეგენდა <3

    0
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    გასულია
    Bakero Culé [?]

    17 იანვარი 2018 17:01

    ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო N1 ყველაზე დიდი მხატვარი მინდორზე რასაც აკეთებდა ყველაფერი ხელოვნება იყო ...ორი სამი წლის ამბავი შეიძლება ცოტა მეტიც (უკვე ბრაზილიაში იყო კაი ხნის დაბრუნებული) გასვლაზე ატლეტიკო მინეირო ეთამაშებოდა ფლუმინენსეს და აგებდა 0 :2 -ს ერთი გოლი ფრედმა გაუტანა მეორე აღარ მახსოვს ჯერ ხო ანგარიში გაუთანაბრა 2 :2 (სასწაულები აკეთა) მერე ისე ვითომ დიდ მოედანზე კი არა ეზოში თამაშობდა ძმაკაცებთან ერთად ყვირილი დაიწწყო ყველა წინ წადითო :))))) დაუჯერეს :))))) ჰოდა გარბის ჯო (აი ის ეხლა კორინთიანსში რომ ბრწყინავს ადრე რუსეთში მოსკოვის სპარტაკში თამაშობდა ) ბურთი ისე დაატრიალა შეტევაში გაქცეულ ჯოს თავში გაარტყა :))) ჯო თავიდან ვერც კი მიხვდა მას ჩააწოდა რონალდინიომ ბურთი თუ რა გააკეთა :)))) მესამე გოლი გავიდა მინეირომ მოიგო 3 :2 ....აი მსგავსი არაფერი მინახავს :))))))))) ...თან ეს ყველაფერი კარგად მობერებულმა გააკეთა :))))))))))))))))) <3<3<3

    0
    გასულია
    messi-neymar Culé [?]

    17 იანვარი 2018 15:50

    ამის ნიჭის პატრონს კიდევ შეეძლო ევროპაში მაღალ დონეზე თამაში რაც მილანიდან წავიდა მაგრამ აუშვა ხელი საქმეს სერიოზულად არ მოეკიდა და მარტო მაგიტო მწყდება გული სადაც ტოტიმ და გიგზმა 40-წლამდე ითამაშეს ამასაც შეეძლო თავისი ოსტატობის ჩვენება

    0
    kaxikaxi
    kaxikaxi სტუმარი [?]

    17 იანვარი 2018 15:06

    ლეგენდა! kissing_heart

    0
    გასულია
    njanka1977 Culé [?]

    17 იანვარი 2018 13:49

    ფეხბურთის სიხარული, ზეიმი და ბედნიერება...

    0
    გასულია
    KoCheQsa ფანი [?]

    17 იანვარი 2018 13:41

    ამან რამდენჯერ დაასრულა კარიერა ? ;დ

    0
    გასულია
    gurgenidze Culé [?]

    17 იანვარი 2018 13:23

    Amis kariera didi xania dasrulebulia

    0
    გასულია
    BaRCeLoNiSiMOo საიტის ლეგენდა  [?]

    17 იანვარი 2018 13:22

    ფეხბურთის ყველაზე დიდი და მაგიური საჩუქარი არის ეს კაცი. ამან გახადა ფეხბურთი ერთი ორად კიდევ უფრო პოპულარული. ცუდია უბრალოდ რო ბრაზილიური დისციპლინა ქონდა. ამას რო გერმანული დისციპლინა ქონოდა ფეხბურთი ეს 10 წელი ჯადოსნური მოგზაურობა იქნებოდა გაუჩოს საოცრებათა ქვეყანაში. მიუხედავად მხოლოდ დიდებული 4 წლისა რაც ბარსაში იყო შეძლო და ბარსა ბრენდად აქცია და საფუძველი ჩაუყარა დღევანდელ ბარსას რომელიც როგორც ბრენდი უფრო დიდი გახდა თანამედროვე სამყაროში ვიდრე რეალი და მანჩესტერია.

    0
    --------------------
    "ფეხბურთი მარტივი თამაშია, მაგრამ მისი მარტივად თამაში ძალიან რთულია, ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენია , ფეხბურთს თავით თამაშობ, ფეხები კი ამაში გეხმარებიან" - იოჰან კრუიფი
    Monadire-999
    Monadire-999 სტუმარი [?]

    17 იანვარი 2018 13:20

    ადამიანი ტექნიკა და ფეღბურთის სილამაზე.. საოცრება იყო მისი ყველა შეხება ბურთთან რა.

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV