პეპ გვარდიოლა: "პიკეს გაძევების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა"

პეპ გვარდიოლა: "პიკეს გაძევების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა"

პეპ გვარდიოლა: "პიკეს გაძევების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა"
 "ბარსელონას" თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა: "ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა".

 ""ხეტაფემ" აჩვენა თავისი ხარისხი. პიკეს გაძევების შემდეგ მაქსველს ბურთის კარებიდან გამოტანა უწევდა. მე ამ თამაშით კმაყოფილი ვარ. აქ თამაში არასდროს არ არის ადვილი. წინა წელს ამ სტადიონზე ბევრი პრობლემა გვქონდა. ჩვენ წელს კარგად ვითამაშეთ, რადგან უფრო მეტი დრო გვქონდა დასასვენებლად, ვიდრე მათ "შტუტგარდთან" თამაშის გამო."

 ჩავის თემა კი კვლავ აქტუალური იყო: "მე ვაპირებდი მის შეცვლას უფრო ადრე. გაძევების შემდეგ კი, თამაში სხვანაირად წარიმართა. ჩვენ ჩავის დავასვენებთ, როცა ამის საშალება მოგვეცემა."

ჟურნალისტებმა ,,რეალ მადრიდზეც" დასვევს კითხვა: ""რეალ მადრიდში" არ აქვს მნიშვნელობა ვინ თამაშობს, ვინ არის მწვრთნელი და ვინ არის ხელმძღვანელი. ისინი ყოველთვის კარგი მოწინააღმდეგეები არიან. ჩვენც შევეცდებით საუკეთესო მეტოქეობა გავუწიოთ მათ."

კითვაზე, ითამაშებს თუ არა პიკე "ალმერიასთან" პეპმა ასეთი პასუხი გასცა: ""რეალ მადრიდთან" თამაშით ცხოვრება არ სრულდება. ის ითამაშებს ყველა მომდევნო თამაშშიც."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.