"სეუტასთან" გადახალისებული შემადგენლობით

"სეუტასთან" გადახალისებული შემადგენლობით

"ბარსელონას" ხვალ აქვს თამაში "სეუტასთან" "კამპ ნოუზე". "ბარსელონას" "ბოსმა" პეპ გვარდიოლამ გადაწყვიტა, რომ შემადგენლობა გადაახალისოს და "სეუტასთან" დანი ალვესი, კარლეს პუიოლი, სერხი ბუსკეტსი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, დავიდ ვილია და ლეო მესი არ ათამაშოს.

დღეს გაიმართა მორიგი ვარჯიში "სიუდად ესპორტივაზე", ვარჯიშზე იმყოფებოდნენ ხერარდ პიკე და ვიქტორ ვალდესი, პიკე სარავაუდოთ "სეუტასთან" მატჩისათვის მზად იქნება, ანუ იგი არ დაისვენებს, რადგანაც იგი ტოვებს მატჩს "ვილიარეალის" წინააღმდეგ. დღევანდელ ვარჯიშზე იმყოფებოდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც სავარაუდოთ ხვალ ითამაშებენ "სეუტას" წინააღმდეგ საკუთარ კედლებში. ხორდი მასიპი, მარკ ბარტრა, სერხი რობერტო, ტიაგო ალკანტარა, ჯონათან დოს სანტოსი და ნოლიტო. ასევე ვარჯიშზე იმყოფებოდა ხეფრენ სუარესიც, რომელსაც ტრავმა აწუხებდა, შესაძლოა ხვალინდელ მატჩისათვის იგი მზად იყოს.

მატჩამდე კიდევ ერთი ვარჯიში გაიმართება, ხვალ ადგილობრივი დროით 12 საათზე "კამპ ნოუს" სტადიონზე.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.