"სანტიაგო ბერნაბეუს" კატალონიელი მბრძანებლები

"სანტიაგო ბერნაბეუს" კატალონიელი მბრძანებლები

რამდენიმე წუთის წინ, "ბარსელონამ" "სანტიაგო ბერნაბეუზე" მორიგი ისტორიული გამარჯვება იზეიმა. კატალონიელებმა პრინციპული მეტოქე მადრიდის "რეალი" მისსავე მოედანზე ანგარიშით 3:0 გაანადგურეს.

ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული მატჩებიდან ბოლო 3 "ბარსელონას" გამარჯვებით დასრულდა, რაც "ელ კლასიკოს" ისტორიაში პირველად მოხდა.

2015/16 წლების სეზონში, "ბარსამ" მადრიდში მეტოქე 4:0 გაანადგურა. მომდევნო სეზონში, კატალონიელებმა 3:2 იმარჯვეს, ახლა კი, კვლავ 3 გოლი გაიტანეს, თავად კი კარი მშრალად შეინახეს.

აქამდე ერთადერთი გუნდი, რომელსაც "სანტიაგო ბერნაბეუზე", ესპანეთის ჩემპიონატში, "რეალი" ზედიზედ 3-ჯერ ჰყავდა დამარცხებული, მადრიდის "ატლეტიკოა". "როხიბლანკომ" 2013/14, 2014/15 და 2016/17 წლების სეზონში იმარჯვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #8 23 დეკემბერი 2017 19:37
    0
    Au ra magar satauria chemi
    Don vinton
    სტუმარი [?]
    #7 23 დეკემბერი 2017 19:04
    0
    'მსოფლიოს საუკეთესო გუნდი' ნამდვილად იმსახურებდა კორიდორს ,და გაუკეთეს კიდეც ხან იქედან გაუკეთეს კორიდორი ხან აქედან :დდდდ
    ფანი [?]
    #6 23 დეკემბერი 2017 18:42
    0
    სათაური საგოლ ავტორს
    ფანი [?]
    #5 23 დეკემბერი 2017 18:37
    0
    გილოცავთ გამარჟვებას!!!
    Culé [?]
    #4 23 დეკემბერი 2017 18:25
    0
    ისე, კორიდორი რო გაგვეკეთებინა და მერე 3-0 მოგვეგო სასწაული იქნებოდა
    lupo
    სტუმარი [?]
    #3 23 დეკემბერი 2017 18:23
    0
    ესეც რეალი და ეს ბარსა გამოჩნდა ვინაა მეფე ასე თუ გაგრძელდა ტრიპლეტი უეწველი იქნება ბრავო ვალოდიას და გუნდს
    Culé [?]
    #2 23 დეკემბერი 2017 18:15
    0
    გილოცავტ ყველას ვისაც ბარსას მოგება გაგეხარდათ.
    ფანი [?]
    #1 23 დეკემბერი 2017 18:12
    0
    აი სათაურიც მესმისსსსსსსს მალადეც იმენა მაგარი სათაურია heart_eyes