Marca-ს გამოკითხვამ "ბარსელონას" ყველა დროის საუკეთესო გუნდი გამოავლინა

ესპანურმა გამოცემა Marca-მ გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და "ბარსელონას" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარი გუნდი გამოავლინა. თერთმეტეულში მოხვდნენ მეკარე ვიქტორ ვალდესი; მცველები: რონალდ კუმანი, კარლეს პუიოლი, დანი ალვესი; ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა, სერხიო ბუსკეტსი, ჩავი ერნანდესი, დიეგო მარადონა, იოჰან კრუიფი; თავდამსხმელები: რონალდინიო და ლიონელ მესი. მთავარ მწვრთნელად კი, გამოკითხულთა უმრავლესობამ, პეპ გვარდიოლა დაასახელა. ამ ფეხბურთელთა შორის ვერ მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიცაა მაგალითად სამუელ ეტო'ო, რომარიო, რივალდო, ანდონი სუბისარეტა და სხვ. ყველაზე მეტი ხმა კი ლიონელ მესიმ დააგროვა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]