ჟერარ პიკე: ამ ქვეყანაში, ხმის მიცემა შესაძლებელი ყოველთვის არაა

ჟერარ პიკე: ამ ქვეყანაში, ხმის მიცემა შესაძლებელი ყოველთვის არაა

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ, კატალონიის პარლამენტის არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ, კომენტარი ჟურნალისტებისთვის გააკეთა.

"ამ ქვეყანაში, ხმის მიცემა შესაძლებელი ყოველთვის არაა. ვფიქრობ, ეს უფლება ხალხმა სიკვდილამდე უნდა დაიცვას." - ციტირებს პიკეს სიტყვებს Marca.

კატალონიის პარლამენტის არჩევნები გუშინ ჩატარდა. რიგგარეშე არჩევნები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც წინა მოწვევის პარლამენტმა კატალონიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ხოლო ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტი დაითხოვა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.