ინიესტა: "კლასიკომდე" სატურნირო ცხრილისთვის შეხედვას არ ვაპირებ
"ბარსელონას" კაპიტანი, ანდრეს ინიესტა აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის "რეალთან" სატურნირო ცხრილში საკმაოდ დიდი სხვაობაა, ის წლის მთავარ მატჩამდე, "ელ კლასიკომდე" ამისთვის მნიშვნელობის მინიჭებას არ აპირებს.
"არ ვიცი, რას ფიქრობენ ამაზე ჩემი თანაგუნდელები, მაგრამ "კლასიკომდე" სატურნირო ცხრილისთვის შეხედვას არ ვაპირებ. ქულების სხვაობას ამ თამაშში გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ ექნება. ამ თამაშის მოგება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ლა ლიგის მოგებისკენ.
ესპანეთის სუპერ თასი სხვა ტურნირია, იქ ნაჩვენები შედეგი არაფერს ნიშნავს. ახლა სულ სხვა მდგომარეობაში ვართ". - ციტირებს ინიესტას სიტყვებს Marca.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]