დიეგო სიმეონე: გრიზმანს ვენდობი

დიეგო სიმეონე: გრიზმანს ვენდობი

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ანტუან გრიზმანის გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის ფრანგ თავდამსხმელს ენდობა.

"კლუბი თავის ინტერესებს იცავს, მაგრამ დღეს მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე ვფიქრობთ. გრიზმანით ძალიან კმაყოფილი ვარ. ვხედავ, რომ ის ბოლომდე იხარჯება. ცოტა ხნის წინ, მან "ალავესის" წინააღმდეგ ითამაშა, თუმცა ამისთვის ბოლომდე მზად არ იყო. ვგრძნობ, რომ ის გუნდისთვის ირჯება. გრიზმანს ვენდობი და მისი მჯერა." - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს AS.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" გრიზმანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რის გამოც "ატლეტიკომ" კატალონიელებს FIFA-ში უჩივლა. თავად სიმეონემ კი განაცხადა, რომ მზადაა გუნდის ლიდერს შეელიოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 22 დეკემბერი 2017 01:19
    0
    გრიზმანი ჩვენი კაცია უკვე ეს და კოუტინიო თუ დაითრიეს მორჩა ლიგა გარანტირებული გვაქვს ზედიზედ 2ჯერ და 3 ჯერაც. პლუს დემბელე <3