"ბარსელონა" "რეალის" სკოლის აღზრდილის დამატებასთან ახლოსაა

"ბარსელონა" "რეალის" სკოლის აღზრდილის დამატებასთან ახლოსაა

Onda Cero-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" "ალმერიას" ახალგაზრდა ფორვარდის, ხოსე ანხელ პოსოს შეძენით დაინტერესდა. 21 წლის ფეხბურთელი 2 სეზონის წინ "მანჩესტერ სიტიში" თამაშობდა და ამ გუნდის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მოთამაშედ ითვლებოდა, მაგრამ ხშირი ტრავმების გამო მას კლუბის დატოვება მოუხდა და ანდალუსიაში გადაბარგდა. 

"ალმერიას" ერთ-ერთი ლიდერის ფასი 3 მილიონი ევროა და თუ შეთანხმება შედგა, ის კატალონიელთა სარეზერვო გუნდს შეუერთდება.

აღსანიშნავია, რომ პოსო "რეალის" სკოლის აღზრდილია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    FCBTOR
    სტუმარი [?]
    #1 19 დეკემბერი 2017 21:08
    0
    რაიმე იფორმაცია არ გავრცელებულე დემბელეზე როდის დაბრუნდება ვინმემ ხო არ იცით?