ჟერარ პიკე: როგორც მეგობარმა, ნეიმარს გავუგე

ჟერარ პიკე: როგორც მეგობარმა, ნეიმარს გავუგე

კატალონიელი მცველი ჟერარ პიკე თავისი მეგობრის, ნეიმარის "ბარსელონადან" "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლაზე საუბრობს.

"ცდილობ ყველაფერი გააკეთო და თანაგუნდელებთან მეგობრული ურთიერთბა გქონდეს. ნეიმართან ნამდვილად მჭიდრო მეგობრობა მაკავშირებს. თუმცა, მისი წასვლა გულდასაწყვეტი იყო.

როგორც მეგობარმა, მისი პარიზში გადასვლა გავიგე. ყველაფრის მიუხედავად, ვცდილობდი, მის მიმართ სამართლიანი ვყოფილიყავი.

როგორც "ბარსელონას" გულშემატკივარს, რა თქმა უნდა, გული დამწყდა და იმ ქომაგების მესმის, რომლებიც ნეიმარის წასვლით იმედგაცრუებულები დარჩნენ. თუმცა, ძნელია იპოვო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მთელს კარიერას ერთ კლუბში გაატარებს.

ვიცი, რომ ნეიმარს "ოქროს ბურთის" მოგება უნდა, ამიტომ მესმის მისი პსჟ-ში წასვლა, სადაც ის გუნდის მთავარი ვარსკვლავი იქნება." - ციტირებს პიკეს სიტყვებს AS.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    temo24
    სტუმარი [?]
    #1 17 დეკემბერი 2017 00:31
    0
    ნეიმარი მბაპეს და კავანის ხელში ოქროს ბურთის მომგები არ არის და თუ მხოლოდ მაგიტო გადავიდა პსჟ-ში ძალიან შემცდარა