ჟერარ პიკე: არ ვაპირებ შევიცვალო

ჟერარ პიკე: არ ვაპირებ შევიცვალო

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე, The Telegraph-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საკუთარ ხასიათზე საუბრობს.

"ყოველთვის ზეწოლის ქვეშ ვცხოვრობდი - ბავშვობიდან დაწყებული, 30 წლის ასაკამდე. "ბარსელონაშ" 10 წელზე მეტია ვთამაშობ. პროფესიონალი ვარ, რომელმაც იცის, რომ ზოგჯერ, შენს ნათქვამ სიტყვას დიდი გამოხმაურება მოჰყვება, მაგრამ ყოველ ჯერზე ვცდილობ შესაბამისი სიტყვები მოვძებნო. სიმართლე, ზოგჯერ, მტკივნეულია და ხალხს მისი მოსმენა არ სურს.

ყოველთვის ჩემს აზრს ვაფიქსირებს და ზოგჯერ ამის გამო მაკრიტიკებენ. ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ისეთი ვარ, როგორიც ვარ და არ შევიცვლები. როდესაც ვინმე ტყუის, ან უსამართლობას ამბობს, მას არ დავეთანხმები.

პოლიტიკაზე საუბარი რთულია, რადგან კატალონიაში ამ საკითხისადმი რადიკალური დამოკიდებულებაა. ბევრს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება აქვს. ეს ბრძოლა ყოველთვის ძალიან ემოციურია." - განაცხადა პიკემ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Sergi roberto20 10
    სტუმარი [?]
    #1 16 დეკემბერი 2017 23:11
    0
    Pique heart_eyes