დენი მერფი: "ლივერპულს" არცერთ გუნდში არ გავცვლიდი, მაგრამ კოუტინიო სხვა ადამიანია
- 13-12-2017, 20:37
-
WinGs
- 2

"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი, დენი მერფი ფილიპე კოუტინიოზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას ესმის, თუ რატომ სურს ფეხბურთელს "ბარსელონაში" გადასვლა.
"მე "ლივერპულს" არცერთ გუნდში არ გავცვლიდი, თუნდაც ეს "ბარსელონა" ყოფილიყო, კოუტინიოს დონეზე რომ მეთამაშა. თუმცა, ეს ჩემი შეხედულებაა და მეტი არაფერი და ამით იმას არ ვგულისხმობ, რომ კოუტინიოც ასე უნდა მოიქცეს, რადგან სწორი ესაა. ჩემთვის "ლივერპული" ყველაფერია, ფილიპე კი სხვა ადამიანია, რომელსაც თავისი შეხედულება აქვს და არ ვამტყუნებ იმის გამო, თუ ინგლისში თამაშს "ბარსა" ან "რეალი" ურჩევნია". - ამბობს მერფი, რომელიც მერსისაიდულ გუნდში 1997-2004 წლებში გამოდიოდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]