პიანიჩი: "ბარსელონას" პატივს ვცემთ, მაგრამ გამარჯვება გვინდა

პიანიჩი: "ბარსელონას" პატივს ვცემთ, მაგრამ გამარჯვება გვინდა

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის თამაშის წინ "იუვენტუსის" ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი მისი გუნდის მეტოქეზე საუბრობს.

"ბარსელონა" ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ჩვენ ამ კლუბს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, გამარჯვება გვინდა. ისევე უკმაყოფილო ვართ კატალონიელების წინააღმდეგ დაფიქსირებული შედეგით, როგორც "ბარსელონა" იყო მაშინ, როცა ჩვენ მოვიგეთ 3-0. 

წინა სეზონიდან "ბარსასთან" დაკავშირებით კარგი მოგონებები გვაქვს. ისინი ბოლო დროს განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ხვალ მათ წინააღმდეგ ისე ვითამაშებთ, როგორც ნებისმიერ სხვა მეტოქესთან და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დასრულდება." - აცხადებს პიანიჩი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    dembelee
    სტუმარი [?]
    #1 22 ნოემბერი 2017 00:54
    0
    shen jarima tu ar dainishna arafershi uqnixar ufals