"ბარსელონა" პიკესა და სუარესის ყვითელ ბარათებს გაასაჩივრებს

"ბარსელონა" პიკესა და სუარესის ყვითელ ბარათებს გაასაჩივრებს

"ბარსელონა" აპირებს ჟერარ პიკესა და ლუის სუარესის ყვითელი ბარათები, რომლებიც მათ "ლეგანესთან" გამართულ შეხვედრაში მიიღეს, გაასაჩივროს. ამ ინფორმაციას კატლონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

პიკემ გაფრთხილება მატჩის 29-ე წუთზე მიიღო. ეს ყვითელი ბარათი, მისთვის, მიმდინარე გათამაშებაში, მე-5 იყო და თუ "ბარსელონას" საჩივარი არ დაკმაყოფილდა, 30 წლის ფეხბურთელი "ვალენსიასთან" გასამართ მნიშვნელოვან შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

ლუის სუარესმა ბარათი 52-ე წუთზე მიიღო. ეს გაფრთხილება მისთვის მესამეა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 ნოემბერი 2017 15:26
    0
    არც პიკესა და არც სუარესს ყვითელ ბარათს არ მოუხსნიან. ძალიან იშვიათია ეგ ამბავი. მითუმეტეს "ბარსელონა" პირველ ადგილზეა.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    ზარა
    სტუმარი [?]
    #2 20 ნოემბერი 2017 14:11
    0
    იმედია პიკეს მაინც მოუხსნიან შემდეგ მატჩში გვჭირდება
    dembelee
    სტუმარი [?]
    #1 20 ნოემბერი 2017 13:27
    0
    suaresis sheidzleba moxsnan magram pikesi aramgonia