ვენგერი: "ბარსელონას" იოზილის შეძენა არ უცდია

ვენგერი: "ბარსელონას" იოზილის შეძენა არ უცდია

გასულ ზაფხულს "ბარსელონა" თითქმის მთლიანად ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერზე იყო გადართული, თუმცა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ "ლივერპული" თავის ლიდერს არ გაყიდიდა, ამიტომ, კატალონიელებს ბრაზილიელის ალტერნატივის ძიება მოუხდათ. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსა" "არსენალის" ნახევარმცველის, მესუთ იოზილის შეძენას ცდილობდა და გარკვეული თანხებიც კი სახელდებოდა, მაგრამ, როგორც ახლახანს "მეთოფეთა" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, გერმანელთან დაკავშირებით ოფიციალური მოლაპარაკება არ შემდგარა.

იოზილს კონტრაქტი ამ სეზონის შემდეგ ეწურება, თუმცა "ბარსელონას" მისი შეძენა იანვარშიც შეუძლია, რადგან "არსენალი" ევროპა ლიგაზე თამაშობს და კატალონიელებს 29 წლის გერმანელის ჩემპიონთა ლიგის მატჩებში გამოყენების უფლებაც ექნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 ნოემბერი 2017 22:22
    0
    არც უნდა ეცადოს :დ
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    zuriafcb
    სტუმარი [?]
    #1 19 ნოემბერი 2017 16:18
    0
    არ მევასება ეს როჟა.ყოფილი მადრიდელი. შენელებული კადრია.