ინიესტას მე-300 გამარჯვება

ლა ლიგის მე-12 ტურში "ბარსელონამ" "ბუტარკეზე" მადრიდული "ლეგანესი" დაამარცხა. ეს განსაკუთრებული შედეგია ანდრეს ინიესტასთვის, რომლისთვისაც აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვება ლა ლიგაში მე-300 იყო.
ამ შედეგის მისაღწევად 33 წლის ნახევარმცველს 15 წელი დასჭირდა - პირველი გამარჯვება მან 2002 წელს, "მალიორკას" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში (4-0) მოიპოვა.
ინიესტაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელს აქვს. ესენი არიან: იკერ კასილასი (334), ანდონი სუბისარეტა (333), რაული (327), ჩავი ერნანდესი (322) და მანოლო სანჩისი (312).
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]