ასიერ გარიტანო: თუ თამაშისგან სიამოვნებას მივიღებთ, "ბარსა" 5-6 გოლს გაგვიტანს

ასიერ გარიტანო: თუ თამაშისგან სიამოვნებას მივიღებთ, "ბარსა" 5-6 გოლს გაგვიტანს

მადრიდული "ლეგანესის" მთავარი მწვრთნელი ასიერ გარიტანო "ბარსელონასთან" თამაშის წინ ჟურნალისტებთან საუბრობს და აცხადებს, რომ კატალონიურ კლუბთან სიამოვნებისთვის თამაში არ შეიძლება.

"თუ იმაზე ვიფიქრებთ, რომ თამაშისგან სიამოვნება მივიღოთ, ძალიან დავზარალდებით.

საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობთ. "ბარსელონა" დაუჯერებლად კარგი გუნდია. თუ თამაშისგან სიამოვნების მიღებას შევეცდებით, მეტოქე 5-6 გოლს გაგვიტანს." - ციტირებს გარიტანოს სიტყვებს Marca.

გასულ სეზონში, "ბარსელონამ" "ლეგანესი" სტუმრად 5:1 გაანადგურა. გარიტანო თვლის, რომ მას შემდეგ მისმა გუნდმა პროგრესი განიცადა: "ვფიქრობ, დღევანდელი შემადგენლობით, უკეთესი თამაში შეგვიძლია ვაჩვენოთ, ვიდრე მაშინ, როცა 1:5 წავაგეთ. ვფიქრობ, მას შემდეგ მოვუმატეთ და იმედი მაქვს, უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ.

რთული თამაში გველის, მაგრამ იმედი მაქვს, უკეთეს "ლეგანესს" ვიხილავთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 ნოემბერი 2017 16:57
    0
    ეს ნიშნავს, ჩაკეტილ ფეხბურთსა და დიდი ალბათობით, "ავტობუსს" უნდა ველოდოთ.
    --------------------
    GRACIES JOHAN...