მაროკოს ფეხბურთის ფედერაცია ესპანელებს მუნირის გამო უჩივის

მაროკოს ფეხბურთის ფედერაცია ესპანელებს მუნირის გამო უჩივის

მაროკოს ფეხბურთის ფედერაცია აპირებს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას, მუნირ ელ ჰადადის საკითხის თაობაზე, სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლოს.

ამჟამად "ალავესში" მოთამაშე მუნირს, რომელიც კვლავ "ბარსელონას" საკუთრებაა, მაროკოული ფესვები აქვს. ამის მიუხედავად, მან ნაკრებებს შორის ესპანეთი აირჩია და 2014 წელს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, "ფურია როხას" მაისურით ერთი შეხვედრა ჩაატარა კიდეც.

მას შემდეგ, მუნირს ესპანეთის ნაკრებში არ იძახებენ. ფეხბურთელის თავის გუნდში ხილვის სურვილი მაროკოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოთქვა და როგორც ცნობილია, მშობლიური ქვეყნის სახელით თამაში თავად მუნირსაც სურს. თუმცა, მოვლენების ასეთი განვითარების წინააღმდეგია ესპანეთი და 22 წლის ფეხბურთელს მაროკოს ნაკრების მაისურით თამაშის უფლებას არც FIFA აძლევს.

Marca-ს ცნობით, მუნირის სანაკრებო მომავალი სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაირკვევა, რომელსაც მაროკოს ფეხბურთის ფედერაცია მიმართავს. მაროკოელებს სურთ, რომ ფეხბურთელი მსოფლიოს 2018 წლის განაცხადში შეიყვანონ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Jose Mourinho THE WORLD CLASS
    სტუმარი [?]
    #5 16 ნოემბერი 2017 15:59
    0
    მოუნდა მსოფლიო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 16 ნოემბერი 2017 01:38
    0
    მუნირი კი არა რობერტოს არ იძახებენ ეგ ტრაკები
    Ser Alex Ferguson
    სტუმარი [?]
    #3 15 ნოემბერი 2017 23:46
    0
    მოუნდა მუნდიალი მუნირს
    Don vinton
    სტუმარი [?]
    #2 15 ნოემბერი 2017 22:19
    1
    ეს მუნირიც რას ათამაზსებდა ერთ ადგილს აბა რა ეგონა ესპანეთის ნაკრებში მოხვდებოდა?
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #1 15 ნოემბერი 2017 21:41
    1
    მუნირი უფრო არაბია