კოკე ანდუხარი: ლეონ გორეცკა რაკიტიჩზე ძლიერი ფეხბურთელია

გელზენხირხენის "შალკეს" მცველი კოკე ანდუხარი მიიჩნევს, რომ გერმანულ კლუბში მოთამაშე "ბარსელონას" ერთ-ერთი სამიზნე ლეონ გორეცკა კატალონიელთა ხორვატ ნახევარმცველზე, ივან რაკიტიჩზე უკეთესი ფეხბურთელია.
"ჩემის აზრით, გორეცკა რაკიტიჩს ჰგავს, მაგრამ მასზე უკეთ თამაში შეუძლია. რაკიტიჩს ვიცნობ, მასთან ერთად "სევილიაში" ვთამაშობდი. გორეცკა მასზე ძლიერია. მას საკუთარი თავის კონტროლი შესანიშნავად გამოსდის." - ციტირებს ანდუხარის სიტყვებს Mundo Deportivo.
გავრცელებული ინფორმაციით, ლეონ გორეცკას, რომელსაც "შალკესთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება, "ბარსელონა" ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილავს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]