პასტორე: ”ჩემი ოცნება ”ბარსაში” თამაშია

პასტორე: ”ჩემი ოცნება ”ბარსაში” თამაშია

”პალერმოს” ნახევარმცველმა, ხავიერ პასტორემ განაცხადა, რომ ძალიან მოსწონს ”ბარსელონას” თამაშის სტილი და მისი სურვილია ლეო მესისთან თამაში.

ბოლო პერიოდში იტალიურ პრესაში სულ მეტად ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ პასტორე ევროპის წამყვან კლუბში გადავიდოდა. ყველაზე მეტად საუბრები მიდიოდა ხავიერის ”მანჩესტერ სიტიში” შესაძლო ტრანსფერზე. თუმცა თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მიმდინარე სოზინის გატარებას ”პალერმოში” აპირებს.

ხავიერ პასტორე: ”ვაღიარებ, რომ ”ბარსელონაში” თამაში ჩემი ოცნებაა. ლეო მესისთან ერთად ასპარეზობა - რა შეიძლება ისურვო ამაზე უკეთესი. კატალონიელების თამაშის სტილი არგენტინელებისთვის იდეალურია, რადგან ჩვენაც გვიყვარს სწრაფი კომბინაციების გათამაშება და ბურთის ფლობა. ჩემი ოცნება რომ ახდეს დიდი შრომა მაქვს გასაწევი. ჯერჯერობით ჩემი სახლი ”პალერმოა”.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.