კონტრაქტის საკითხები

  • 5-11-2010, 14:40
  • კონტრაქტის საკითხები


    დანი ალვესი არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. იგივე საკითხს აგვარებენ სერხიო ბუსკეტსი და ბოიან კრიკიჩი.

    ესპანური გაზეთი SPORT-ი იუწყება, რომ დანი ალვესი ახლოს არის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან. ის კლუბთან კონტრაქტს 2014 წლამდე მოაწერს ხელს. ასევე შესაძლებელი იქნება ხელშეკრულების ერთი წლით გაგრძელება. ამჟამად გადასაწყვეტი დარჩა ფინანსური საკითხი. ”ბარსა” ცდილობს ეს საკითხი სწრაფად მოაგვაროს, რადგან დანის საკუთარ რიგებში ხილვა ინგლისურ ”მანჩესტერ სიტის” სურს.

    ბუსკეტსი და ბოიანი ”ბარსას” ძალიან სჭირდება. მათ კონტრაქტები 2013 წლამდე აქვთ გაფორმებული. სერხიო ხელფასის მომატებას ელოდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გუნდში ხავიერ მასკერანო მოვიდა.

    ჯერჯერობით ბოიანს და ბუსკეტს ”ბარსასგან” წინადადებები არ მიუღიათ. იგივე სიტუაციაში იმყოფება პეპ გვარდიოლა. მისი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სანდრო როსელი და ხოსეპ მარია ბარტოლომეუ მუშაობენ.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV