ფრანკ რაიკაარდი – “მესიმ რონალდინიო დამაჯერებლად შეცვალა”

ფრანკ რაიკაარდი – “მესიმ რონალდინიო დამაჯერებლად შეცვალა”

ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურის ცენტრალური მატჩის შემდეგ, რომელშიც ერთმანეთს "ბარსელონა” და "სევილია” დაუპირისპირდნენ, ფრანკ რაიკაარდმა შეაქო ორი გოლის ავტორი ლეო მესი და ასევე აღფრთოვანება ვერ დამალა ია ია ტურეს თამაშზე.

"ჩვენ დღეს დავიმსახურეთ მოგება, რადგან ვთამაშობდით ძალზე კარგად და დამაჯერებლად. მე არ შემიძლი ეს მოგება შევადარო ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონთან” მოგებას, რადგან ეს ორი განსხვავებული ტურნირია” – განაცხადა თამაშის შესახებ ფრანკ რაიკაარდმა.

თამაშის გმირზე, ლეო მესიზე რაიკაარდმა თქვა: "მესიმ შესაშური ცივსისხლიანობა გამოიჩინა პირველი გოლის გატანის დროს და ასევე შესანიშნავად შეასრულა თერთმეტმეტრიანი. მე კმაყოფილი ვარ მისი თამაშით, შეიძლება ითქვას, რომ დღეს მან დამაჯერებლად შეცვალა რონალდინიო, რომელმაც მიიღო ტრავმა. მესი დღეს აჩვენა უმაღლესი კლასის ფეხბურთი”.

რაიკაარდმა ასევე განსაკურებით გამოყო ტურეს თამაში: "დღეს მან ტაქტიკურად ძალზე კარგად ითამაშა. თამაშის ბოლოს, შეცვლამდე, მან მნიშვნელოვნად გაურთულა საქმე მოწინააღმდეგეს ჩვენს ნახევარზე”.

წყარო: www.sports.ru

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.