სერჟი რობერტო ტრავმირებულია

სერჟი რობერტო ტრავმირებულია

"ბარსელონას" განაპირა მცველმა, სერჟი რობერტომ "ოლიმპიაკოსთან" მატჩში (0:0) კუნთის ტრავმა მიიღო.

ესპანელი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა, მოედნის ცენტრში მოქმედებდა და ტაიმის მიწურულს, მეტოქესთან ბრძოლისას დაზიანდა, რის გამოც ერნესტო ვალვერდემ ის მოედნიდან გაიყვანა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მარჯვენა ფეხის ბარძაყის ბიცეპსის დაზიანების გამო, რობერტო 3-4 კვირით იუქმებს. აქედან გამომდინარე, მას შესაძლოა, 5 მატჩის გამოტოვება მოუწიოს, მათ შორის "იუვენტუსთან" დაპირისპირების.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 1 ნოემბერი 2017 17:06
    0
    სემედუს და ვიდალს შანსები უნდა მიეცეთ.