პირველი შემთხვევა 2012 წლის შემდეგ, როცა "ბარსელონამ" ჯგუფური ეტაპის მატჩში გოლი ვერ გაიტანა

პირველი შემთხვევა 2012 წლის შემდეგ, როცა "ბარსელონამ" ჯგუფური ეტაპის მატჩში გოლი ვერ გაიტანა

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა "ბარსელონასა" და "ოლიმპიაკოსს" შორის უგოლოდ, 0-0 დასრულდა და ეს იყო პირველი შემთხვევა 2012 წლის შემდეგ, როცა კატალონიელებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩში გოლის გატანა ვერ მოახერხეს. 

ბოლოს ეს 2012 წლის 5 დეკემბერს "კამპ ნოუზე" მოხდა. მაშინ კატალონიელები ლისაბონის "ბენფიკას" მასპინძლობდნენ. გოლი ვერც ერთი გუნდის ფეხბურთელებმა ვერ გაიტანეს. "ბარსელონასთან" მოპოვებული ქულის მიუხედავად, "ბენფიკა" ჯგუფში მხოლოდ მე-3 ადგილს დასჯერდა, "ბარსამ" კი ჯგუფის ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნა. შეგახსენებთ, რომ ეს ის სეზონია, რომელშიც "ბარსელონა" ასპარეზობას ნახევარფინალში მიუნხენის "ბაიერნმა" გამოთიშა (ორი მატჩის ჯამში 7-0). საბოლოოდ "რეკორდმაისტერმა" ფინალში დორტმუნდის "ბორუსია" დაამარცხა და ტურნირი მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    kvachi
    სტუმარი [?]
    #5 1 ნოემბერი 2017 14:30
    0
    ვილვარდეს დამსახურებაა :X
    Culé [?]
    #4 1 ნოემბერი 2017 14:21
    0
    ციტატა: Guro messi
    დარწმუნებული ვარ მაგრად მოიხოდებიან ბიჭები.დე ლიხტი კოუტინიო და ვერნერი ზამთარში გვჭირდება სამივე

    კოუტინიო ლიგაზე ვერ ითამაშებს და ლალიგაში რავი, ლა ლიგის მოგებას ბარსა კოუტინიოს გარეშეც შეძლებს, აი ლიგაზე კიდე აუცილებლად დაჭირდება
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #3 1 ნოემბერი 2017 12:19
    0
    დარწმუნებული ვარ მაგრად მოიხოდებიან ბიჭები.დე ლიხტი კოუტინიო და ვერნერი ზამთარში გვჭირდება სამივე
    Culé [?]
    #2 1 ნოემბერი 2017 12:02
    0
    უღიმღამოდ თამაშობენ ასე ძლიერი გუნდი დაგვჩაგრავს
    Culé [?]
    #1 1 ნოემბერი 2017 11:40
    0
    ძალიან მიჭირს თქმა მაგრამ არ ვართ ჩვენ ამ სეზონში არაფრის მომგები გუნდი, ძალიან ცუდია