სიმეონეს „ატლეტიკოს“ „ბარსელონა“ ლა ლიგაში ჯერ არ დაუმარცხებია

სიმეონეს „ატლეტიკოს“ „ბარსელონა“ ლა ლიგაში ჯერ არ დაუმარცხებია

"ატლეტიკომ" ლა ლიგის მე-8 ტურის მატჩში "ბარსელონა" ვერ დაამარცხა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით მადრიდულ კლუბს ლა ლიგაში კატალონიური გრანდი ჯერ არ დაუმარცხებია.

პრიმერას ფარგლებში, არგენტინელ სპეციალისტთან ერთად "ბარსას" წინააღმდეგ გამართულ 12 შეხვედრაში "ატლეტიკო" 8-ჯერ დამარცხდა და 4-ჯერ 1 ქულას დასჯერდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თავის მხრივ ერნესტო ვალვერდესაც არ ჰყავს დამარცხებული დიეგო სიმეონე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 15 ოქტომბერი 2017 12:01
    0
    კამპ ნოუზე უეჭველი მოვუგებთ.ვალვერდემ ასე ვთქვათ რომ ცვლილებები გამოიცნო