"ბარსელონას" სპორტულ და ინსტიტუციურ საკითხებს გილერმო ამორი უხელმძღვანელებს

"ბარსელონას" სპორტულ და ინსტიტუციურ საკითხებს გილერმო ამორი უხელმძღვანელებს

მას შემდეგ, რაც რაულ სანლეჰიმ და ალბერტ სოლერმა "ბარსელონას" შტაბი დატოვეს, კლუბში თავისუფალ თანამდებობაზე გილერმო ამორი დაინიშნა, რომელიც ინსტიტუციურ და სპორტულ საკითხებს უხელმძღვანელებს.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ტექნიკური მდივანი რობერტ ფერნანდესი წინასამატჩო პრესკონფერენციებზე აღარ გამოვა და მარკეტინგის სფეროში გადაინაცვლებს. მის ძირითად მოვალეობებში ახალი ფეხბურთელების ძებნაც შევა.

შეგახსენებთ, რომ გილერმო ამორი "ბარსელონას" აღზრდილია და კარიერის დიდი ნაწილი სწორედ კატალონიაში აქვს გატარებული. ძირითად გუნდში ის 1988-98 წლებში გამოდიოდა და "ლურჯ-წითელთა" მაისურით 300-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 10 ოქტომბერი 2017 22:35
    0
    აუფ ფერნანდესი თუ ჩაიბარებს ახალი ფეხბურთელების ძებნას დაგვადგა საშველი და ეგაა:(
    MessiTheMaestro
    სტუმარი [?]
    #2 10 ოქტომბერი 2017 21:34
    0
    წარმატებებიი!
    lupo
    სტუმარი [?]
    #1 10 ოქტომბერი 2017 20:58
    0
    კარგიაა