ტაბარესი: მესის ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რაც მის პასუხისმგებლობაში არ შედის

ტაბარესი: მესის ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რაც მის პასუხისმგებლობაში არ შედის

ურუგვაის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ოსკარ ტაბარესს არგენტინის სიძლიერეში ეჭვი არ ეპარება. მან ლუის სუარესისა და ლიონელ მესის შესახებაც ისაუბრა.

"ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში არგენტინა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. მესის ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რაც მის პასუხისმგებლობაში არ შედის. ზოგჯერ, დიდებული ფეხბურთელები ყველაფერს თავს ვერ ართმევენ. ლეო თავისი სტატისტიკით ამ სპორტის ისტორიაში უკვე შევიდა.

უამრავმა დიდებულმა მოთამაშემ ვერ მოახერხა მუნდიალის მოგება, მაგრამ გუნდური სპორტის სახეობაში ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია."

სუარესის შესახებ ტაბარესმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ბოლომდე დარწმუნებულები ვართ, რომ სუარესი სათამაშოდ მზადაა. რეაბილიტაციის პროცესის სისწრაფით მას არაერთხელ გავუოცებივართ. ლუისმა სამედიცინო ტესტები წარმატებით გაიარა, ის მებრძოლია.

სუარესის ფორმა არ მადარდებს, ჩვენ მას ვენდობით. ყოფილა შემთხვევები, როცა ლუისის მოედნიდან გაყვანას ვაპირებდი, მაგრამ თამაშში მოულოდნელი ჩართვით ეს გადამაფიქრებინა."-ამბობს ტაბარესი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.