ინფანტინო: მარადონამ მუნდიალი დამოუკიდებლად მოიგო, მესის ეს არ გაუკეთებია

ინფანტინო: მარადონამ მუნდიალი დამოუკიდებლად მოიგო, მესის ეს არ გაუკეთებია

FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ ლიონელ მესისა და დიეგო მარადონას შორის პარალელი გაავლო.

"მარადონა თითქმის დამოუკიდებლად იგებდა ტიტულებს და გადამწყვეტ როლს თამაშობდა. ის მოედანზე საოცრებებს სჩადიოდა. ჩემი აზრით, დიეგოს მიერ დატოვებულ მემკვიდრეობას პატივი უნდა ვცეთ. მან გვაიძულა ფეხბურთი შეგვყვარებოდა იმის მიუხედავად, ვიყავით თუ არა არგენტინის ან "ნაპოლის" ქომაგები.

რაც შეეხება მესის, ის ექსტრაორდინალურია. ორივე მათგანმა საკუთარი სახელი ისტორიაში ჩაწერა: 80 და 90-იანი წლები მარადონას ეპოქა იყო, ბოლო ათწლეული კი ლეოს ეკუთვნის. რა თქმა უნდა, დიეგომ მუნდიალი მოიგო, "ბარსელონას" ათიანს კი ამის გაკეთება მართებს.

უამრავმა დიდებულმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, თუმცა არსებობენ ნაკლებად სახელოვანი მოთამაშეები, რომლებმაც ამის გაკეთება შეძლეს. სწორედ ეს არის ფეხბურთის ხიბლი.

შეძლებს თუ არა მესი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება? სავარაუდოდ. როცა მოედანზე მის ქმედებებს ვაკვირდებით, ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ არავის შეუძლია მას შეეხოს. ლეო არასდროს იღებს ტრავმას. ის იმდენად სწრაფია, რომ მეტოქეები ზიანს ვერ აყენებენ."-ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს La Nación.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 11 ოქტომბერი 2017 23:12
    0
    ციტატა: Visca el barca
    ციტატა: Bakero
    რონალდინიოს საერთოდ არ მოუგია მსოფლიო :))) და აბა თითონ ბოღმას (მარადონა) ჰკითხეთ სჯობია თუ არა ის რონალდინიოს ! :))))

    რონალდინიოს როგორ არააქ მსოფლიო მოგებული

    Visca el Barca :)))))))..... მსოფლიოც მოგებული აქვს 2002-ში კორეა/იაპონიაში ,სამხრეთ ამერიკის თასიც 1999-ში და კონფედერაციის თასიც 2005-ში ....უბრალოდ ვიღადავე მოგებული რომც არ ჰქონდეს არაფერი ამით მაინც რა დააკლდება ?! კაცი გენიოსი იყო !
    fredo
    სტუმარი [?]
    #5 10 ოქტომბერი 2017 22:32
    0
    რამდენჯერ მოიგო მარადონამ ლიგა,ქვეყნის თასი,სუპერ თასი,მსოფკიო საჯლუბო თასი,ოქროს ბუცები,ბურთდბი და რავიცი კიდდვ რა!მარადონა ძალიან კარგი იყო ნამდვილად მაგრამ მესი ვაბშე სხვა დონეა,ასეთი სტაბილური მარადონა არასდროს ყოფილა
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #4 10 ოქტომბერი 2017 22:09
    0
    მე მჯერა არგენტინის ნაკრების
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 ოქტომბერი 2017 16:46
    0
    რონალდინიოს საერთოდ არ მოუგია მსოფლიო :))) და აბა თითონ ბოღმას (მარადონა) ჰკითხეთ სჯობია თუ არა ის რონალდინიოს ! :))))
    marco asensio 2
    სტუმარი [?]
    #2 10 ოქტომბერი 2017 15:16
    0
    ფაქტი ესაა რო მარადონას აქ მსოფლიო და მესის არა მარა რავი მე პირადად მირჩევნია მარადონა მესის
    paul scholes
    სტუმარი [?]
    #1 10 ოქტომბერი 2017 15:03
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    ამანაც შეადარა მარადონას დროინდელი ფეხბურთი და ეხლანდელი აღარაა ის დრო რო მარტომ შეიძლება თამაში მოიგოს რომელიმე იგროკმა რა ვერ შეიგნო ამ ხალხმა

    და მარადონამ რო მარტო მოიგო მაგ ზღაპრის გჯერა შენ?