ივან რაკიტიჩი ფლეი ოფში ითამაშებს

ივან რაკიტიჩი ფლეი ოფში ითამაშებს

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უკრაინასა და ხორვატიას შორის გამართული მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა. მატჩი სტუმრებმა, რომელთა რიგებშიც ივან რაკიტიჩმა 90 წუთი ითამაშა, 2:0 მოიგეს.

ამ მოგებით, ხორვატიამ მე-2 ადგილი დაიკავა და ფლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. ნოემბერში წარმატების შემთხვევაში, რაკიტიჩის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

ისრაელში 1:0 მოიგო ესპანეთმა, რომელსაც ჯგუფში პირველობა აქამდეც განაღდებული ჰქონდა. სტუმართა რიგებში სრულად ითამაშა სერხიო ბუსკეტსმა, ხოლო ჟორდი ალბა სათადარიგო იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.