მარიო კემპესი: მესის მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩენა მხოლოდ მარადონას პირად ფანებს სურთ

მარიო კემპესი: მესის მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩენა მხოლოდ მარადონას პირად ფანებს სურთ

იმის ალბათობა, რომ არგენტინის ნაკრები 2018 წელს მსოფლიო თასის მიღმა დარჩება, საკმაოდ დიდია. "ალბისელესტეს" ფინალურ ეტაპზე გასასვლელად ეკვადორის ნაკრებთან გამარჯვება სჭირდება, ეკვადორის დედაქალაქ კიტოში თამაში კი ადგილობრივების გარდა ყველას ძალიან უჭირს.

ამ თემაზე საუბრობს ყოფილი არგენტინელი ფეხბურთელი, მარიო კემპესი. მისი აზრით, არგენტინის ნაკრების და ლიონელ მესის გარეშე მუნდიალი სრულყოფილად ვერ ჩატარდება.

"არგენტინის და მესის გარეშე მსოფლიო ჩემპიონატი კატასტროფულად ცუდი იქნება.

ეს მხოლოდ დიეგო მარადონას პირად ფანებს გაუხარდებათ, რადგან ამ შემთხვევაში მათ ისევ შეეძლებათ იმის თქმა, რომ მარადონა მესიზე უკეთესი ფეხბურთელი იყო".

მან ასევე განაცხადა, რომ ნაკრებში ფეხბურთელებს პრობლემა არ აქვთ და დღეს ეს მწვრთნელმა უნდა დაამტკიცოს.

"არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს ფსიქოლოგიური ან რაიმე სხვა სახის პრობლემა აქვთ. ისინი არ არიან პატარა ბიჭები, რომელთაც პირველად უწევთ სავსე ტრიბუნების წინ თამაში და ამის შიში აქვთ. არგენტინის ნაკრები გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და მისი სიძლიერის დასამტკიცებლად ხორხე სამპაოლის დღეს 90 წუთი აქვს." - აცხადებს კემპესი, რომელიც 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #3 10 ოქტომბერი 2017 21:15
    0
    უეჭველი გავა არგენტინა
    bayern munich
    სტუმარი [?]
    #2 9 ოქტომბერი 2017 22:07
    0
    imedia argentina gava. maradonas pirad fanebs ra undat sul ar mainteresebs.
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #1 9 ოქტომბერი 2017 19:06
    0
    ახალი რონალდო ბარსაში? ბარსა ანდრე სილვათი ინტერესდება