დონატო პიკეს აკრიტიკებს

დონატო პიკეს აკრიტიკებს

"დეპორტივოს", მადრიდის "ატლეტიკოსა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დონატო, რომელიც წარმოშობით ბრაზილიელია, ჟერარ პიკეს აკრიტიკებს.

ცოტა ხნის წინ, პიკემ კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს მხარი დაუჭირა, შემდეგ მზადყოფნა გამოთქვა ესპანეთის ნაკრები დატოვოს, თუ ხელისუფლებაში ეს ვინმეს სურს, ბოლოს კი დაამატა, რომ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ესპანეთის პასპორტი აქვთ, მაგრამ თავს ესპანელებად არ გრძნობენ.

"თუ მე, ესპანეთის ნაკრების მქონე, ხვალ ვიტყვი, რომ არ მინდა ვიყო ესპანელი, როგორღა ვითამაშებ ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში? როდესაც პიკე ამბობს, რომ ესპანეთის პასპორტის მქონე ზოგიერთი ფეხბურთელი თავს ესპანელად არ მიიჩნევს, მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ისაუბროს. მას არ აქვს უფლება ამ საქმეში მე ან მარკოს სენა ჩაგვრთოს. ჩვენ ესპანელები არ ვართ, მაგრამ ესპანეთის ნაკრების ღირსებას ვიცავდით." - ციტირებს დონატოს სიტყვებს EFE.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 4 ოქტომბერი 2017 23:02
    0
    პიკემ რატო აურია სპორტი და პოლიტიკა არ მესმის