ერნესტო ვალვერდე: ლას პალმასი პრობლემებს შეგვიქმნის

ერნესტო ვალვერდე: ლას პალმასი პრობლემებს შეგვიქმნის

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში "ლას პალმასთან" გასამართი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს.

"ლას პალმასი" პრობლემებს შეგვიქმნის. პაკო აიესტარანი თავის გუნდს ყოველთვის ისე ამზადებს, რომ მის წინააღმდეგ თამაში რთულია, მაგრამ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ.

სანაკრებო პაუზის წინ მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. შევეცდებით გავიმარჯვოთ, სეზონის პირველი ეტაპი კარგ ფორმაში დავასრულოთ და სანაკრებო შესვენებას წაგების გარეშე შევხვდეთ.

პოლიტიკური ვითარება კატალონიაში და რეფერენდუმი? ამაზე უკვე ვისაუბრე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კვირას, მნიშნელოვან თამაშში მოგების გარდა, ყველაფერი მშვიდად იქნება".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 1 ოქტომბერი 2017 17:17
    0
    მოვიგებთ ნამდვილად.
    სილესენი
    სემედუ მასკერანო უმტიტი ალბა
    პაულინიო ბუსკეცი რობერტო
    მესი სუარესი დეულოფეუ.
    ამ თერთმეტეულით უნდა დავიწყოთ.მერე დენისი რაკიტიჩი და გომეშიც შემოიყვანოს
    Culé [?]
    #1 1 ოქტომბერი 2017 15:30
    0
    მიდი ვალო მიეცი დეულოფეუს შანსი